|
დასახელება:
სასაწყობე-სამეურნეო ნაწილის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ევროცემენტი
|
|
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 02 იანვარი
|
"ევროცემენტი" - სამშენებლო მასალების წარმოების ლიდერი საქართველოში.
"ევროცემენტი" წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანიას საქართველოში, რომელიც ცნობილია ხარისხიანი პროდუქციითა და თანამედროვე საწარმოო სტანდარტებით. კომპანია ორიენტირებულია ინოვაციაზე, უსაფრთხო სამუშაო გარემოზე და თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე, რათა უზრუნველყოს ეფექტური და გამართული საწარმოო პროცესი.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სასაწყობე-სამეურნეო ნაწილის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
** საწყობში მიღებული და გასაცემი მასალების აღრიცხვა, კონტროლი და გატარება სისტემაში;
** საწყობში პროდუქციის სწორად განთავსება და ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
** საწყობში მასალების მოძრაობის დოკუმენტაციის წარმოება და დაარქივება;
** საწყობის სისუფთავისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა
** საწყობში არსებული მარაგების პერიოდული გადამოწმება და ანგარიშგება ბუღალტერიასთან;
** საწყობის ოპერაციული პროცესების ოპტიმიზაციაში მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება ბუღალტერიასთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები
** ენები: ქართული
** საშუალო ან პროფესიული განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით და ერკვეოდეს სამშენებლო მასალებში);
** საწყობში ან წარმოებაში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა (MS Excel,) ;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
პირობები:
** თვეში 15 სამუშაო დღე;
** ვაკანსიაზე 2 ადგილი;
** ანაზღაურება 1500 ლარიდან.
უპირატესობები და სარგებელი:
** სტაბილური და უსაფრთხო სამუშაო გარემო;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
ინფორმაცია ვაკანსიაზე მიიღება შემდეგ მისამართზე: evrocement@yahoo.com
|
|
|
|