Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=685964&print=yes&view=jobs
 
ოფისის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Simple Steps
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 02 იანვარი
მარკეტინგული კომპანია "Simple Steps" აცხადებს ვაკანსიას ოფისის ადმინისტრატორის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი, ტარას შევჩენკოს #12
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

ფუნქცია-მოვალეობები:

** ოფისში მოსული სტუმრების მიღება, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და შესაბამის თანამშრომელთან ან განყოფილებასთან გადამისამართება;
** საოფისე მასალებისა და ინვენტარის რეგულარული მონიტორინგი;საჭირო შესყიდვების დროული დაგეგმვა/განხორციელება და მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
** კომპანიის ელფოსტის მართვა, შემოსული წერილების მონიტორინგი, დაფიქსირება და შესაბამის თანამშრომლებთან დროული გადამისამართება;
** კორესპონდენციის (წერილების, ამანათებისა) გადაგზავნის უზრუნველყოფა,
** საოფისე ინვენტარის მდგომარეობის კონტროლი, დაზიანებული ნივთების აღდგენის ან ჩანაცვლების ორგანიზება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ქართული/ინგლისური

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და პორტფოლიო მითითებულ ელფოსტაზე Hr@simplesteps.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია