Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=682287&print=yes&view=jobs
 
ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ზოომარტი
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი / ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
საქართველოში წამყვანი ზოომაღაზიების ქსელი "ზოომარტი" დაარსდა 2014 წელს და მიმდინარე მომენტში აერთიანებს 38 საცალო ფილიალს.

"ზოომარტი" არის ექსკლუზიური იმპორტიორი ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიც არის Affinity Petcare (Advance, Brekkies), Champion Petfoods (Acana, Orijen), Josera, Ferplast, KONG, Morando SPA, Vitakraft, Versele-laga, Animology, Max&Molly, Moderna, Applaws, Canvit, Dorian და Catzone.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქის გვერდს:https://www.facebook.com/zoomart.ge

კომპანია "ზოომარტი" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე

სამუშაო განრიგი:

სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი;
სამუშაო საათები: 09:30 - 18:00;
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ნესტან-დარეჯანის N31;
ანაზღაურება: კონკურენტული ანაზღაურება, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე;

ფუნქცია-მოვალეობები:

** ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება (Facebook, Instagram, Google Ads, TikTok, LinkedIn და სხვა არხებში);
** სოციალური მედიის კონტენტის დაგეგმვა, განხორციელება და შედეგების მონიტორინგი;
** ანალიტიკის წარმოება და მონიტორინგი (Google Analytics, Meta Ads Manager და სხვა ხელსაწყოებით);
** გრაფიკულ დიზაინერთან და მარკეტინგის დეპარტამენტთან თანამშრომლობა კამპანიების ვიზუალური და ტექსტური მასალის შესაქმნელად;
** შედეგების ანგარიშგება მენეჯერმენტთან და კამპანიების გაუმჯობესების რეკომენდაციების მომზადება;
** ტენდენციების კვლევა და ახალი ციფრული შესაძლებლობების გამოვლენა.

სამუშაოსთვის საჭირო კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბისნესის, კომუნიკაციების ან მსგავსი მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ციფრულ მარკეტინგში;
** სოციალური მედიისა და პლათფორმების ცოდნა (Meta Ads, Google Ads, TikTok Ads და სხვა)
** კონტენტ-მარკეტინგისა და ბრენდინგის ძირითადი პრინციპების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** სტრატეგიული და ანალიტიკური ხედვა;
** ნოვატორული აზროვნება და ბაზრის ტენდენციების აღქმა;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები;
** შედეგზე და განვითარებაზე ორიენტირებულობა.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** მეგობრული და პროფესიონალი გუნდის წევრობა;
** ტრენინგები და გადამზადება სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე;
** ინიციატივების წახალისება და თანამშრომელთა ჩართულობის ხელშეწყობა;
** სტაბილური და კომფორტული სამუშაო გარემო;
** კორპორატიული დაზღვევა.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: hr@zoomart.ge

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი" - წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ შევსებული ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ანდა რეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა ერთი წელი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია