Робота для біженців з України
ვაზის მეურნეობის მენეჯერი/აგრონომი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვაზის მეურნეობის მენეჯერი/აგრონომი
მომწოდებელი: ადამიანური რესურსები ბიზნესისთვის
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი / ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
რეკრუტინგულ-საკონსულტაციო კომპანია "HR4 Business" დაარსდა 2018 წელს და მას შემდეგ წარმატებით ახორციელებს HR აუთსოსრინგს, HR კონსალტინგს, HR პრეოქტების მართვას, რეკრუტინგს/ ჰედჰანტინგს, HR კვლევებსა და ტრენინგებს.

ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს იპოვონ მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერები, ასევე მაღალკვალიფიციური სპეციალისტები როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
გაიგეთ მეტი ჩვენს შესახებ: https://hr4b.ge/

მოხარული ვართ გამოვაცხადოთ ვაკანსია ვაზის მეურნეობის მენეჯერი/აგრონომის პოზიციაზე ჩვენი აგრარული კომპანიისთვის.

ძირითადი პირობები:

** მდებარეობა: თელავის რაიონი
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, სეზონური დატვირთვის გათვალისწინებით
** ანაზღაურება: შეთანხმდებით, გასაუბრების შედეგებიდან და კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე

ძირითადი მოთხოვნები:

** აგრონომიის, ან მეღვინეობის მიმართულებით უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება ვენახის ან სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მეურნეობის მართვაში;
** აგროქიმიის, მცენარეთა დაცვისა და მავნებელთა მართვის თანამედროვე მიდგომების ცოდნა;
** მუშახელისა და სამუშაო პროცესების ორგანიზების გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია).

ძირითადი მოვალეობები:

** ვენახის აგროტექნიკური კალენდრის შემუშავება და შესრულების ზედამხედველობა;
** ნიადაგის, კლიმატისა და ვაზის ჯიშების შესაბამისობის შეფასება და განაშენიანების გეგმების მომზადება;
** სასუქების, სარწყავი და მცენარეთა დაცვის სისტემების ოპტიმალური გამოყენების უზრუნველყოფა;
** სეზონური და მუდმივი მუშახელის შერჩევა, გადამზადება და სამუშაო პროცესის კონტროლი;
** ტექნიკის, ინვენტარისა და რესურსების ეფექტიანი გამოყენების მართვა;
** მოსავლის ხარისხის კონტროლი და საექსპორტო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** მეურნეობის ბიუჯეტის შედგენა, ხარჯების კონტროლი და ეფექტიანობის ანალიზი;
** რეგულარული ანგარიში მფლობელთან შედეგებზე, რისკებზე და განვითარების გეგმებზე.

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 30 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა
** ონლაინ გასაუბრება ჩვენთან
** პირისპირ გასაუბრება უშუალოდ დამსაქმებელთან

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ მიჰყვეთ მოცემულ ბმულს და გაიაროთ რეგისტრაცია https://forms.gle/ZfMVdH2NJzeoproT8
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ მეილზე: info@hr4b.ge.

ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე