Робота для біженців з України
ლაზეროთერაპევტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლაზეროთერაპევტი
მომწოდებელი: ესთეტიკური მედიცინის ცენტრი პეტრა
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი / ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
"პეტრა" - ესთეტიკური მედიცინის ცენტრი, რომელიც რამდენიმე წელია წარმატებით ფუნქციონირებს, აცხადებს ვაკანსიას ლაზეროთერაპევტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროცედურის მაღალ დონეზე ჩატარება;
** მაღალ ხარისხზე მუდმივი ზრუნვა;
** პაციენტისთვის კომფორტული გარემოს შექმნა;
** პაციენტისთვის დეტალური კონსულტაციის გაწევა;
** დადგენილი ჰიგიენური ნორმების დაცვა.

სამუშაო ლოკაცია: ქ. ქუთაისი, წერეთლის 21;
სამუშაო საათები: 10:00-20:00;
სამუშაო დღეები: 15 სამუშაო დღე (დღეგამოშვებით).
ანაზღაურება: ფიქსირებული + პროცენტი

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV, თანდართული ფოტოსურათით, მისამართზე vacancypetra@gmail.com და გთხოვთ, ელფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება: "ლაზეროთერაპევტი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ჩვენ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე