|
დასახელება:
საწყობის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
უნიკომი
|
|
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
|
ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "უნიკომი" ეძებს ორგანიზებულ, შედეგებზე ორიენტირებულ და გამოცდილ საწყობის მენეჯერს, რომელიც მართავს ჩვენს ცენტრალურ საწყობს, უზრუნველყოფს პროდუქციის ზუსტ მოძრაობას და ოპერაციების გამართულობას.
ლოკაცია: ქუთაისი, გუგუნავას 7
დაქვემდებარება: დირექტორს / ლოჯისტიკის მენეჯერს
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობის ყოველდღიური პროცესების მართვა: პროდუქციის მიღება, შეკვეთა, შეგროვება, გატანა;
** მარაგების ზუსტი აღრიცხვა სისტემასა და ფიზიკურ ნაშთებში;
** ფილიალის შეკვეთების დროული და შეცდომების გარეშე შეგროვება/გაგზავნა;
** საწყობის თანამშრომლების გუნდის მართვა, გრაფიკების დაგეგმვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** ინვენტარიზაციის ორგანიზება და კონტროლი წარმოება (თვიური/კვარტალური);
** საწყობის ზონირება, სივრცის ოპტიმიზაცია, უსაფრთხოების წესების დაცვა;
** თანამშრომლობა ლოჯისტიკასა და სხვა ოპერაციულ დეპარტამენტებთან.
მოთხოვნები:
** მინ. 2-3 წლიანი გამოცდილება საწყობის ან ლოჯისტიკის მართვაში;
** ტექნიკის ან დიდი ასორტიმენტის მქონე კატეგორიებთან მუშაობის გამოცდილება - უპირატესობა;
** ERP პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (1C ან სხვა) - უპირატესობა;
** Excel-ის კარგი ცოდნა;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა, ლიდერული უნარები.
სასურველი უნარები:
** პროცესების ოპტიმიზაციის უნარი;
** სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია.
რას გთავაზობთ:
** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობა;
** განსაკუთრებულ ფასდაკლებებს თანამშრომლებზე;
** სტაბილური სამუშაო გარემო თანამედროვე სტანდარტების საწყობში;
** კონკურენტული ანაზღაურება 1500 ფიქსირებული (გროს).
როგორ დარეგისტრირდეთ:
გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@unicom.ge. სათაურში მიუთითეთ: "საწყობის მენეჯერი".
|
|
|
|