|
დასახელება:
IT მხარდაჭერის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ენმედიცი
|
|
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
|
კლინიკა "ენმედიცი" აცხადებს ვაკანსიას აიტი საპორტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ლ.მანაგაძის ქ. N3
გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:00სთ-დან 17:00სთ-მდე
ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები:
** კომპიუტერული და პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხ.) მონტაჟი და პროგრამულად გამართვა;
** შესრულებული სამუშაოების რეპორტინგი;
** კომპიუტერის დაშლა/აწყობა, დიაგნოსტირება;
** კომპიუტერული და ქსელური ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** ქსელის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
** შიდა ქსელის მონტაჟი და რეკონსტრუქცია;
** საოფისე კომპიუტერული ტექნიკის შეუფერხებელი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, სხვადასხვა პროგრამების ინსტალაცია და მხარდაჭერა, შესაბამისი პოლიტიკის დაცვით;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტის მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - არანაკლები ორი წელი
** დისტანციური დახმარების პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Windows ოპერაციული სისტემების (7, 8, 10, 11) ცოდნა;
** Microsoft კლიენტ აპლიკაციების Office 2010, 2013, 2016, 2019 ცოდნა.
დამატებითი უნარები/პიროვნული უნარები:
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემის სწრაფად გადაჭრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის კულტურა;
შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:
** CV (რეზიუმე) გადარჩევა
** სატელეფონო გასაუბრება
** ინდივიდუალური გასაუბრება
სახელფასო რეინჯი: 1000 ლარიდან - გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით
თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ ფოსტაზე hr@enmedic.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
კლინიკა "ენმედიცი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|