|
დასახელება:
რეგისტრატორი
|
| მომწოდებელი:
ენმედიცი
|
|
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
|
კლინიკა "ენმედიცი" აცხადებს რეგისტრატორის ვაკანსიას.
ადგილმდებარეობა: ლავრენტი მანაგაძის ქ. N3 (ყოფილი - წინანდლის ქ. N 9-11)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - (სასურველია სამედიცინო მიმართულებით);
** დასაქმების ისტორია - (მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** პაციენტის ოპერატიული და თავაზიანი მომსახურება;
** პაციენტების გამოკითხვა, იდენტიფიცირება, რეგისტრაცია;
** სამედიცინო ბარათის გახსნა და რედაქტირება ინფორმაციის შევსება;
** ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო ბარათების აღრიცხვა.
დამატებითი მოთხოვნები:
** კომუნიკაბელური, მოწესრიგებული, თავაზიანი.
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე.
ანაზღაურება: 800 ლარი (net)
თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@enmedic.com. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|