|
დასახელება:
მექანიკოს-ინჟინერი
|
| მომწოდებელი:
ფაბრიკა 1900
|
|
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
|
"ფაბრიკა 1900" გოფრირებული მუყაოს ყველაზე მსხვილი მწარმოებელია საქართველოში.შესაფუთ მასალას, რომელსაც კომპანია ქმნის არის ბიოდეგრადირებადი და კვლავწარმოებადი, მზადდება სერთიფიცირებული ევროპული ნედლეულისგან თანამედროვე მანქანა-დანადგარებით.
"ფაბრიკა 1900" ეძებს გუნდის ახალ წევრს - მექანიკოს-ინჟინერი.
ვაკანტური თანამდებობის შესახებ:
სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. ძეგვი (ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია თბილისიდან და გორიდან)
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** წარმოებაში არსებული მანქანა-დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** პრევენციული ღონისძიებების გატარება;
** ხარვეზების შემთხვევაში, გაუმართაობის დიაგნოსტირება, შეკეთება;
** წარმოებაში არსებული მანქანა-დანადგარებისა ექსპლუატაციის პროცესის, როგორც გეგმიური, ისე არაგეგმიური შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მხარდაჭერა;
** მანქანა-დანადგარების სწორი მოხმარების წესების სწავლება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებისთვის;
** კომპანიის მიერ განსაზღვრული უსაფრთხოების, დანადგარების ოპერირების ნორმების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** წარმოებაში იდენტურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ტექნიკური ნახაზების კითხვა/გარჩევა;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება
** ტრანსპორტირება;
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@fabrica1900.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - მექანიკოს-ინჟინერი.
რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "ფაბრიკა 1900"-მა დასაქმების მიზნით დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.
"ფაბრიკა 1900" გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|