Робота для біженців з України
ანაზღაურებადი სტაჟირება/სოციალური მედიის მენეჯერი - თბილისი და რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება/სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: სითი 19
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი / ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
კომპანია "სითი 19" წარმოადგენს მზარდ სამშენებლო კომპანიას, რომელიც ასრულებს მასშტაბურ პროექტებს.

"სითი 19" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის, რომლებსაც სურთ პროფესიული განვითარება სამშენებლო მიმართულებით, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში.

ანაზღაურებადი სტაჟირება/სოციალური მედიის მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სოციალური გვერდების მართვა (Facebook, Instagram, TikTok)
** სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავება კომპანიის მარკეტინგული მიზნების შესაბამისად;
** სარეკლამო აქტივობების დაგეგმვა, გაშვება და მონიტორინგი.
** ვიდეოებისა და ფოტოების გადაღება, დამუშავება და იდეების შეთავაზება;
** კონტენტის შექმნა ბრენდის სტრატეგიების გათვალისწინებით
** ყოველთვიური რეპორტინგი და ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;
** კომენტარებზე და შეტყობინებებზე დროული რეაგირება

საჭირო კვალიფიკაცია:

** მარკეტინგის მიმართულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული
** კრეატიულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სურვილი განვითარებისა და პროფესიული ზრდის;
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე

სტაჟირების პირობები:

** პერიოდი: 3-6 თვე;
** ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში: 700 ლარი
** მომავალი კარიერული ზრდის შესაძლებლობა სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hrcity19@gmail.com

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე