Робота для біженців з України
ანაზღაურებადი სტაჟირება/ხარჯთაღმრიცხველი - თბილისი და რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება/ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: სითი 19
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი / ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
კომპანია "სითი 19" წარმოადგენს მზარდ სამშენებლო კომპანიას, რომელიც ასრულებს მასშტაბურ პროექტებს.

"სითი 19" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის, რომლებსაც სურთ პროფესიული განვითარება სამშენებლო მიმართულებით, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში.

პოზიცია: ანაზღაურებადი სტაჟირება/ხარჯთაღმრიცხველი

ძირითადი მოვალეობები:

** მონაწილეობა შესრულებული სამუშაოს აღწერასა და სტატისტიკის წარმოებაში.
** შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშის წარდგენა.
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით.
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის ცოდნა.
** პასუხისმგებლობა, ყურადღება, დისციპლინა;
** საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით Excel) ცოდნა

სტაჟირების პირობები:

** პერიოდულობა: 3-6 თვე;
** ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში: 700 ლარი
** სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში მუდმივი დასაქმებისა და ანაზღაურების გაზრდის შესაძლებლობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hrcity19@gmail.com

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე