|
დასახელება:
ანაზღაურებადი სტაჟირება/ სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი
|
| მომწოდებელი:
სითი 19
|
|
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
|
კომპანია "სითი 19" წარმოადგენს მზარდ სამშენებლო კომპანიას, რომელიც ასრულებს მასშტაბურ პროექტებს.
"სითი 19" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის, რომლებსაც სურთ პროფესიული განვითარება სამშენებლო მიმართულებით, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში.
პოზიცია: ანაზღაურებადი სტაჟირება/ სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი (პრარაბი)
ძირითადი მოვალეობები:
** მშენებლობის პროცესის ზედამხედველობა უფროსი სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლის ხელმძღვანელობით;
** სამუშაო პროცესების დაგეგმვა და კოორდინაცია;
** საჭირო მასალების აღრიცხვა და მიწოდების კონტროლი;
** უსაფრთხოების ნორმებისა და მშენებლობის სტანდარტების დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი პირის დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამშენებლო მიმართულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა.
სტაჟირების პირობები:
** პერიოდულობა: 3-6 თვე;
** ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში: 700 ლარი
** სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში დასაქმებისა და ანაზღაურების გაზრდის შესაძლებლობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hrcity19@gmail.com
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|