|
დასახელება:
დასუფთავების თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი
|
|
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
|
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" თბილისის ცენტრში მდებარე JCI აკრედიტაციის მქონე მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 2021 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მხარდაჭერითა და საქართველოს სახელმწიფოსთან წარმოშობილი ერთობლივი ინტერესების გათვალისწინებით გაიხსნა.
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისებით. ჰოსპიტალი იცავს მმართველობის თანამედროვე კონცეფციას, რომლითაც უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: http://www.ahtbilisi.com/
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (სრული), შაბათ-კვირას მორიგეობა
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ოფისის ტერიტორიის ყოველდღიური დასუფთავება სანიტარული წესების დაცვით;
** სანიტარული მოწყობილობების, სველი წერტილების დეზინფექცია დადგენილი წესით დღის განმავლობაში 3-4 ჯერ;
** თვეში ერთხელ ოფისის გენერალური დასუფთავება;
** ოფისის დასუფთავებასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება საჭიროებისამებრ;
** სანიტარული მოწყობილობების, სველი წერტილების დეზინფექცია დადგენილი წესით დღის განმავლობაში 3-4 ჯერ;
** ოფისის სისუფთავის და ჰიგიენის რეგულარული კონტროლი;
** შეხვედრების ოთახების სტუმრების მისაღებად გამზადება;
** ინფექციის კონტროლის წესების ზედმიწევნით დაცვა;
** საჭირო საწმენდი საშუალებების სიის მომზადება შესაკვეთად;
** ოფისში სისუფთავის და წესრიგის დაცვა;
** კომპანიასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
** დალაგების და დასუფთავების ქიმიური ნივთიერებების აღრიცხვა კონტროლი და მათი მიზნობრივი გამოყენება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარები:
** 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობა საქმისადმი;
** კონფიდენციალურობა;
** დისციპლინა და საიმედოობა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.
კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქის" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 (ექვსი) თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვროქმა" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com.
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს მარიამ გოხიძეს - pdpo@ahtbilisi.com და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
|
|
|
|