|
დასახელება:
ჰოსტესი
|
| მომწოდებელი:
რესტორანი ბამბა
|
|
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
|
რესტორანი "ბამბა" ეძებს გუნდის წევრს ჰოსტესის პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ კომუნიკაბელურ, ყურადღებიან და მეგობრულ ჰოსტესს, რომელიც სტუმრებს უმასპინძლდება მაღალი სტანდარტების მიხედვით და უზრუნველყოფს სასიამოვნო ატმოსფეროს რესტორანში.
გრაფიკი: 2/2
სამუშაო საათები: 14:00-22:00
ანაზღაურება: ფიქსირებული 70 ლარი, +1 ლარი თითოეულ მაგიდაზე (ხელფასი გაიცემა დღიურად)
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების დახვედრა და განთავსება დარბაზში;
** სტუმრებთან ეფექტური კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში, დახმარება მომსახურების პროცესში;
** ობიექტის პირველი შთაბეჭდილების შექმნა — მეგობრული, დახვეწილი მომსახურება
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ანალოგიურ პოზიციაზე გამოცდილება.
** კომუნიკაბელურობა და კეთილგანწყობა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** მოვლილობა და პროფესიონალური გარეგნობა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: bamba.restaurant1@gmail.com
|
|
|
|