Робота для біженців з України
სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: რესტორანი ბამბა
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი / ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
რესტორანი "ბამბა" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: თბილისი, კოტე აფხაზის 36
დასაქმების ფორმა: ჰიბრიდული/შესაძლებელია დისტანციური მართვა

ანაზღაურება: შეთანხმებით

პოზიციის მოკლე აღწერა:

ვეძებთ კრეატიულ, ორგანიზებულ და შედეგებზე ორიენტირებულ სოციალური მედიის მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის სოციალური მედია არხების მართვაზე, კონტენტის დაგეგმვასა და პროდუქტიული კამპანიების განხორციელებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კონტენტის (ფოტო, ვიდეო, ტექსტი, Stories, Reels) დაგეგმვა და წარმოება
** სოციალური ქსელების ყოველდღიური მართვა: Facebook, Instagram, TikTok.
** რეკლამების განთავსება (Meta Ads/TikTok Ads)
** ქოფირაითინგი - ვიზუალური და ტექსტუალური კონტენტის შექმნა და განთავსება

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** ფოტო/ვიდეო გადაღების და მონტაჟის საბაზისო უნარი
** მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება სოციალური მედია მართვაში
** შემოქმედებითი ხედვა და კონტენტის შექმნის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და გუნდში მუშაობის უნარი

გამოაგზავნეთ თქვენი CV/პორტფოლიო შემდეგ მისამართზე: bamba.restaurant1@gmail.com

სათაურში მიუთითეთ: "Social Media Manager"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე