|
დასახელება:
ბიზნესის განვითარების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Growth Hunters
|
|
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
|
"Growth Hunters" — საქართველოში პირველი Growth Marketing სააგენტოა, რომელიც ბიზნესებს ეხმარება ზრდის მიღწევაში ინოვაციური სტრატეგიებით, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით და კრეატიული მიდგომებით. ჩვენი გუნდი აერთიანებს ექსპერტებს ციფრული მარკეტინგის, ანალიტიკის, ფროდაქშენისა და პროგრამული განვითარების მიმართულებებში.
ვეძებთ კომერციულად მოაზროვნე, ენერგიულ და შედეგებზე და გაყიდვებზე ორიენტირებულ ბიზნესის განვითარების მენეჯერს, რომელიც დაეხმარება სააგენტოს გაყიდვების ზრდაში -მოიზიდავს ახალ მომხმარებლებს, დაგეგმავს და ჩაატარებს შეხვედრებს, წარადგენს სააგენტოს სერვისებს და შექმნის გრძელვადიან პარტნიორობებს.
იხ. კომპანიის პორტფოლიო.
დეტალები, რომლებიც დაგაინტერესებს:
** ანაზღაურება: 4000-6000 ლარი (ფიქსირებული ანაზღაურება 2000-3000 ლარი), KPI Based ბონუსი გარიგებებიდან
** სამუშაო განაკვეთი: 11:00-19:00 ; ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** სამუშაო ლოკაცია: ვაკე, მოსაშვილის ქუჩა
** კორპორატიული მძღოლი შეხვედრებზე გადაადგილებისთვის
** მობილური საუბრის ხარჯების დაფარვა და საჭირო სამუშაო რესურსებით უზრუნველყოფა
შენი სამუშაო სპეციფიკა იქნება:
** ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება და პოტენციურ პარტნიორებთან კონტაქტის დამყარება
** შეხვედრების ორგანიზება და სააგენტოს სერვისების პრეზენტაცია (Growth marketing Services, Reels & TikTok Production, Software Development)
** მოლაპარაკებების წარმართვა და გარიგების წარმატებით დასრულების უზრუნველყოფა
** გაყიდვების ძაბრის მართვა და პროგრესის შესახებ რეპორტინგი მენეჯმენტთან
** ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი და რეკომენდაციების შემუშავება ზრდის მიმართულებით
** ახალი პარტნიორებისთვის ხელშეკრულების მომზადება, არსებული პარტნიორებისთვის საჭიროების შემთხვევაში განახლება და მათთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება
** კომპეტენციის ფარგლებში და პოზიციის შესაბამისად უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება
რა მოლოდინები გვაქვს შენგან:
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვებსა ან ბიზნეს განვითარების სფეროში
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა
** უპირატესობად ჩაითვლება ციფრულ მარკეტინგსა და ტექნოლოგიურ სექტორში გამოცდილება
** გაყიდვების მიმართულებით კურსების/ ტრენინგების დამადასტურებელი სერტიფიკატი
** კარგი კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარები
** ბიზნესის ხედვა და შედეგზე ორიენტირებული აზროვნება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
თუ გინდა შემოუერთდე ჩვენს გუნდს და გაქვს საჭირო გამოცდილება გადადი ბმულზე: https://forms.gle/nWK46VVaYRuGeawJ8
ბმულის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები და შეინახოს 1 წლის ვადით.
|
|
|
|