Робота для біженців з України
ვეტერინარი ქირურგი - ოზურგეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვეტერინარი ქირურგი
მომწოდებელი: ცხოველთა პოპულაციის მართვის ცენტრი
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
ცხოველთა პოპულაციის მართვის ცენტრი ოზურგეთში და მობილური ვეტერინარული კლინიკა "პეტომობილი" რომელიც მოქმედებს საქართველოს მასშტაბით აცხადებს ვაკანსიას ვეტერინარი ქირურგის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ოზურგეთი, სოფ. ოზურგეთი

მთავარი მოვალეობები:

** მიუსაფარი, მიკედლებული და პატრონიანი ძაღლებისა და კატების სტერილიზაცია და კასტრაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად როგორც თავშესაფარში ასევე მობილურ ვეტერინარულ კლინიკაში;
** ცხოველების ვაქცინაცია, აღრიცხვა და იდენტიფიკაცია;
** მობილური ვეტერინარული კლინიკით რეგიონებში გადაადგილება და სამუშაოს შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ვეტერინარი ექიმის დიპლომი (მინიმუმ ბაკალავრიატი);
** სასურველია უკვე გააჩნდეს ქირურგიული უნარ-ჩვევები (სტერილიზაცია/კასტრაციის
** გამოცდილება უპირატესად ჩაითვლება, საჭიროების შემთხვევაში დამსაქმებელი უზრუნველყოფს ვეტერინარი ექიმის გადამზადებას ქირურგიაში);
** სასურველია მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდურ რეჟიმში მუშაობის უნარი
** სამუშაო გამოცდილება: არ მოითხოვება

ვთავაზობთ:

** ანაზღაურებას 3500 ლარი (ხელზე ასაღები);
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას პრაქტიკულ გარემოში;
** მონაწილეობას პროექტებში ცხოველთა კეთილდღეობის სფეროში.

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნონ CV ელფოსტაზე: animal.control@gfpa.org.ge ან დაგვიკავშირდნენ ნომერზე: 574068692
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე