Робота для біженців з України
პრისეილერი - დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისეილერი
მომწოდებელი: მარგიო
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი / ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
შპს "მარგიო" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში.

სამუშაო პირობები: მდებარეობა: დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი (09:00-18:00)
ანაზღაურება: 900-1300 ლარი (+ბონუსი)

კომპანიის შესახებ:

მრავალპროფილური ხელსახოცების და მაგიდის ტილოების მწარმოებელი კომპანია "მარგიო" 2004 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე. დღეს კომპანია წარმოდგენილია ქვეყნის წამყვან სავაჭრო ქსელებსა და პარტნიორ მაღაზიებში.

"მარგიო"-ს პროდუქტებით სარგებლობს ათასობით მომხმარებელი და ასობით კომპანია. ბრენდს ენდობიან როგორც მსხვილი რითეილერები, ასევე მცირე ბიზნესები, რომელთაც სურთ თავიანთ მომხმარებლებს შესთავაზონ ხარისხიანი და უსაფრთხო პროდუქცია.

ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ წარმოების ხარისხის განვითარებაზე, ტექნოლოგიურ გაუმჯობესებასა და პროდუქციის ხარისხის სრულყოფაზე, რათა მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო შედეგი.

"Margio"-ს სადისტრიბუციო ქსელი მოიცავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს და უზრუნველყოფს სწრაფ, საიმედო და ეფექტურ მიწოდებას.

ფუნქცია/მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკების წარმოება და ურთიერთობის განვითარება;
** პროდუქციის ასორტიმენტის და მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
** ახალი პროდუქტების პრეზენტაცია და შეტანა სავაჭრო ობიექტებში;
** ბრენდის პროდუქციის ვიზუალური განლაგების მონიტორინგი შეთანხმებული სტანდარტების მიხედვით;
** დებიტორული დავალიანების კონტროლი;
** ხელმძღვანელის მითითებების შესრულება პოზიციის ფარგლებში
** გაყიდვების სტიმულირება და შედეგების გაუმჯობესების გეგმის ჩამოყალიბება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** საკუთარი ავტომობილი (კომპანია დაფარავს ყველა ხარჯს).

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა და დისციპლინა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის/პრეზენტაციის უნარი - გაყიდვების ეფექტური მართვა;  ახალი ობიქტების მოძიების უნარი;
** მოტივაცია.

ჩვენ გთავაზობთ:

** მუდმივ განვითარებას და წინსვლის შესაძლებლობას;
** მენეჯმენტის მხრიდან მხარდამჭერ მიდგომას;
** ცვეთის და საწვავის ხარჯების სრულ ანაზღაურებას.

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე გამოაგზავნეთ მითითებულ ელ. ფოსტაზე margiotrade@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე 574 88 02 35.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე