|
დასახელება:
საზღვაო გადაზიდვების ლოგისტიკის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
Caucas Transport Solutions
|
|
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
|
საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია "Caucas Transport Solutions" გერმანული სატრანსპორტო ჰოლდინგის წარმომადგენელი საქართველოში, 2012 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ახორციელებს სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო გადაზიდვებს და ლოჯისტიკურ პროექტებს სხვადასხვა მიმართულებებით.
"Caucas Transport Solutions - CTS" აცხადებს ვაკანსიას საზღვაო გადაზიდვების ლოგისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო სამუშაო გარემოს, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.
ძირითადი ფუნქცია და მოვალეობები:
** მიღებული შეკვეთების დამუშავება და საუკეთესო საფასო შეთავაზებების ფორმირება;
** დადასტურებული შეკვეთების აღსრულება წინასწარ შეთანხმებული პირობებით;
** მიმდინარე შეკვეთების კონტროლი და მუდმივი სტატუს რეპორტინგი;
** არსებულ პარტნიორ სატრანსპორტო კომპანიებთან და საწყობებთან ურთიერთობა;
** ახალი პარტნიორების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება;
** ხელშეკრულებების გაფორმება/განახლება პარტნიორ ორგანიზაციებთან;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო სატრანსპორტო ლოჯისტიკის სფეროში (საზღვაო გადაზიდვების მიმართულებით გამოცდილება სავალდებულოა) სარკინიგზო გადაზიდვების მიმართლებით გამოცდილება ჩაითველაბ უპირატესობად.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Office and E-mail);
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** გაუთვალისწინებელი შემთხვევების ეფექტიანი მართვის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება კვალიფიკაციის მიხედვით + ბონუსი
** კორპორატიული ტელეფონი და სასაუბრო დრო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ტრანსპორტით უზრუნველყოფა შეხვედრებზე;
** დინამიურ, პროფესიონალურ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული ზრდის და განვითარების შესაძლებლობას საერთაშორისო კომპანიაში;
აქცენტი კეთდება სტაბილურ თანამშრომლებზე, განვითარების პერსპექტივით.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით (10:00-დან 18:00-მდე)
სამუშაო ადგილი: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის 145; HOB ბიზნეს ცენტრი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Jobs@cts.ge საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიცია.
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ გთხოვთ, იხილოთ ვებ გვერდზე: https://www.cts.ge
|
|
|
|