|
დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
ბატა/ფეხსაცმლის გალერეა
|
|
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
|
Bata / Bambino / Scarpeira / Aw-Lab ბრენდები წარმოადგენენ თანამედროვე, სტილზე ორიენტირებულ ბრენდებს, სადაც ხარისხი და მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია.
თუ გიყვარს მოდა, კომუნიკაცია და გინდა იყო აქტიური გუნდის ნაწილი — ეს შესაძლებლობა შენთვისაა!
შპს "აი სი არ ტრეიდი" აცხადებს მოლარე-კონსულტანტის ვაკანსიას ზემოაღნიშნულ ბრენდებში.
ლოკაცია:
თბილისი მოლი, მაღაზია: აისიარ ფეხსაცმელი.
მაღაზია "აისიარ ფეხსაცმელი", მის: ქართულ ამერიკული მეგიბრობის გამზირი 45 (დიღომი)
სამუშაო ტიპი: სრული; კვირაში 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი, ცვლების მიხედვით, 2 დღე დასვენება (დღის მანძილზე 8 საათიანი სამუშაო განრიგით).
ანაზღაურება: ხელზე ასაღები ფიქსირებული 940 + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის ცოდნა და პრეზენტაცია;
** მომხმარებლის მომსახურება ბრენდის სტანდარტების შესაბამისად;
** ეფექტური გაყიდვების განხორციელება და კონსულტაცია;
** პროდუქციის მიღება, განთავსება და ვიზუალური მერჩენდაიზინგი;
** სალაროსთან მუშაობა და შესაბამისი პროცედურების დაცვა;
** მენეჯერის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება.
რას ვეძებთ შენში:
** კომუნიკაბელური, ენერგიული და ორგანიზებული პიროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** გაყიდვებში ან მომსახურების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** სტაბილურ სამსახურს დინამიკურ და მეგობრულ გუნდში;
** მოტივაციურ ანაზღაურებას (ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებზე დამყარებული);
** პროფესიულ განვითარებას მოდის სფეროში;
** სამუშაო გარემოს, სადაც შენი ენერგია და პოზიტივი დაფასდება.
როგორ უნდა შეიტანო განაცხადი:
შეავსე განაცხადის ფორმა ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfSNNu4oaEAJOb2JB9GJd4EBD79U_UUMPqcqOzLTw37xfGAew/viewform?usp=publish-editor ან გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: jobs@icr.ge
|
|
|
|