Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=681418&print=yes&view=jobs
 
სამზარეულოს პასუხისმგებელი/პრაქტიკოს შემსრულებელი პირი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამზარეულოს პასუხისმგებელი/პრაქტიკოს შემსრულებელი პირი
მომწოდებელი: ჯორჯიან ფუდ ლაინ
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
შპს "ჯორჯიან ფუდ ლაინ" აცხადებს ვაკანსიას - ცივი და ცხელი სამზარეულოს პასუხისმგებელ და პრაქტიკოს შემსრულებელ პირის პოზიციაზე.

კომპანია "ჯორჯიან ფუდ ლაინ" 10 წელზე მეტია წარმოდგენილია ქართული კვების ბაზარზე და ერთ-ერთი წამყვანია ნახევარფაბრიკატებისა და მზა პროდუქციის სეგმენტში. "ჯორჯიან ფუდ ლაინ" თანამშრომლობს მსხვილ საცალო ვაჭრობის ქსელებთან.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 ან 10:00-19:00
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზაჰესი, ავჭალის ქუჩა #43
** ანაზღაურება: 2000-2500 ლარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას;

ძირითადი მოვალეობები:

** სამზარეულოს გუნდის მართვა და სამუშაო პროცესის ორგანიზება: დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის კონტროლი, ამოცანების სწორად და თანაბრად გადანაწილება, სამუშაო ჟურნალის წარმოება და დღის გეგმის შესრულება.
** მენიუს და რეცეპტურების მართვა: ახალი კერძების შექმნა და არსებული რეცეპტურების დახვეწა, საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების შეტანა ხელმძღვანელთან შეთანხმებით. შექმნილი კერძების კალკულაცია.
** ინგრედიენტებისა და ნედლეულის მართვა: კერძების მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტების განსაზღვრა, ნედლეულის დაყოფა, გასუფთავება და შესაბამისი ფორმით დამუშავება (დაჭრა, მოხარშვა, შეწვა და სხვა).
** ტექნოლოგიური პროცესების დაცვა: კერძების მომზადებისას რეცეპტურისა და ტექნოლოგიური წესების ზედმიწევნით დაცვა, სანელებლებისა და ინგრედიენტების ზუსტი პროპორციების შერწყმა.
** პროდუქციის ხარისხის კონტროლი: მზა პროდუქციის ხარისხის შემოწმება, დეგუსტაცია და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება.
** წარმოების აღრიცხვა და აღწერები: ნახევარფაბრიკატებისა და მზა პროდუქციის წონის დაფიქსირება, ნარჩენებისა და გამოუყენებელი ნედლეულის აღრიცხვა, პერიოდულ აღწერებში მონაწილეობა.
** ჰიგიენისა და წესრიგის უზრუნველყოფა: სამუშაო ადგილის ყოველდღიური დასუფთავება, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მთავარი მზარეულის პოზიციაზე;
** სისუფთავისა და წესრიგის მკაცრი დაცვა;
** სიახლეების დანერგვის სურვილი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდთან მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელ-ფოსტაზე office@mzamzareuli.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 555 116 118.

თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია