|
დასახელება:
ოპტიკური ქსელის მომსახურების ინჟინერი
|
| მომწოდებელი:
სქაიტელი
|
|
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
|
შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას ოპტიკური ქსელის მომსახურების ინჟინრის პოზიციაზე.
დასაქმების ადგილი - მცხეთა-მთიანეთი
დაქვემდებარება - ოპტიკური ჯგუფების ტექნიკური მენეჯერი
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ-18:00 სთ (1 სთ შესვენება)
დამატებით სარგებელი:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** FitPass (კორპ. პირობებით)
** ავტომობილის დაზღვევა (კორპ. პირობებით)
** კომპანიის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლება
ფუნქცია-მოვალეობები:
** ოპტიკური კაბელების მონტაჟი და გადადუღება/გადერთება საკომუნიკაციო კვანძებში.
** ოპტიკური სიგნალის დანიშნულების წერტილამდე მიყვანა.
** პასიური მოწყობილობების და კონექტორების დამონტაჟება.
** ოპტიკური შეერთებების რეფლექტოგრამის გადაღება და დაარქივება
** დაზიანებული ოპტიკური კაბელის იდენტიფიცირება და დაზიანების აღდგენა.
** მაგისტრალური ქსელის მშენებლობა და ოპტიკური კაბელების დამონტაჟება.
** საკომუნიკაციო კარადაში აპარატურის ინსტალაცია და ოპტიკური სიგნალების შემოწმება.
** ყოველდღიური ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან.
** ინფორმაციის გაცვლა კონტრაქტორ კომპანიებთან საჭიროების მიხედვით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველი უმაღლესი განათლება IT მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მათ შორის სატელეკომუნიკაციო სფეროში
** კომპიუტერული ქსელების, ინტერნეტის და საკაბელო სისტემების მოწყობის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა
** ქართული ენის გამართულად ცოდნა
** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** სამუშაოსთან დაკავშირებული ინგლისური ტერმინოლოგიის ცოდნა.
უნარები/შესაძლებლობები:
** ტოპოგრაფიული რუკების კითხვის უნარი;
** დაგეგმვისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** მრავალპროფილიანი სამუშაოს შესრულების უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
დამატებითი მოთხოვნა - ერთ-ერთ კანდიდატს აუცილებელია ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი (კომპანია უზრუნველყოფს საწვავის ხარჯის და ავტომობილის ცვეთის ანაზღაურებას)
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.
თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@Skytel.ge. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ოპტიკური ქსელის მომსახურების ინჟინერი - მცხეთა-მთიანეთი".
დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|