Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=681393&print=yes&view=jobs
 
ოპტიკური ქსელის მემონტაჟე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპტიკური ქსელის მემონტაჟე
მომწოდებელი: სქაიტელი
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას ოპტიკური ქსელის მემონტაჟის პოზიციაზე

დასაქმების ადგილი - თბილისი
ანაზღაურება - 1300-1600 ლარი (Net) (კომპეტენციის ფარგლებში)
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ -18:00 სთ (1 სთ შესვენება)

დამატებით სარგებელი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** FitPass (კორპ. პირობებით)
** ავტომობილის დაზღვევა (კორპ. პირობებით)
** კომპანიის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლება

ფუნქცია-მოვალეობები:

** ოპტიკური კაბელების მონტაჟი სპეციალური საკიდების მეშვეობით სხვა და სხვა სახის ბოძზე (როგორც კიბით ასევე ამწე კალათის მეშვეობით)
** ოპტიკური კაბელების მონტაჟი შენობების ფასადებსა და სხვა და სხვა კონსტრუქციაზე
** ოპტიკური კაბელების მონტაჟი ჭებსა და სხვა და სხვა სახის საკომუნიკაციო არხებში
** ქუროების, საკომუნიკაციო და პასიური ყუთების მონტაჟი/დემონტაჟი
** ამორტიზირებული კაბელების დემონტაჟი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მათ შორის სატელეკომუნიკაციო სფეროში;
** სასურველია კომპიუტერულ ქსელებთან გამოცდილება;
** ქართული ენის გამართულად ცოდნა;

უნარები/შესაძლებლობები:

** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დამატებითი მოთხოვნა - ერთ-ერთ კანდიდატს აუცილებელია ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი (კომპანია უზრუნველყოფს საწვავის ხარჯის და ავტომობილის ცვეთის ანაზღაურებას)

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@Skytel.ge. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ოპტიკური ქსელის მემონტაჟე - თბილისი".

დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია