|
დასახელება:
პროდუქტების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ავტობანი
|
|
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
|
კომპანია "ავტობანი" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტების მენეჯერის პოზიციაზე.
"ავტობანი" საქართველოს ბაზარზე 1995 წლიდან ფუნქციონირებს და წამყვანი კომპანიაა ავტოსათადარიგო ნაწილებისა და ავტოსერვისის ინდუსტრიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის ფართო სპექტრს მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან.
კომპანია "ავტობანის" მიზანია ხანგრძლივი, სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული ურთიერთობის ჩამოყალიბება თითოეულ თანამშრომელთან.
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქტზე ან პროდუქტთა ჯგუფზე მოთხოვნილების შესწავლა;
** ქვეყნის საავტომობილო ბაზრის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი;
** ბაზარზე კონკურენტების შესწავლა, პროდუქციის შეკვეთამდე ფასის ხარისხთან შესაბამისობის განსაზღვრა;
** პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა, ახალი პოზიციების მოძიება;
** საძიებო კატალოგებთან მუშაობა, მსგავსი პროდუქტების (Cross-reference) მოძიების ცოდნა და გამოყენება;
** შეკვეთის სიის მომზადება და მართვა;
** კონკრეტული პარტნიორ-ბრენდების მენეჯერებთან ურთიერთობა;
** შეკვეთის მართვა შეკვეთიდან საწყობში მიღებამდე, ფასების ანალიზი, ლოგისტიკის მენეჯერისა და ფინანსური განყოფილებისთვის დოკუმენტებისა და დამუშავებული ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქციის ცნობადობის გაზრდაზე ზრუნვა, მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება მარკეტინგის ჯგუფთან ერთად;
** პროდუქტის ბრუნვის ეფექტურობის შეფასება, საწყობის მარაგების კონტროლი და უწყვეტობის უზრუნველყოფა;
** გაყიდვების გუნდთან მუდმივი კომუნიკაცია, ტრენინგების ჩატარება, ინფორმაციისა და სიახლეების მიწოდება.
** საკუთარი პროფესიული და ტექნიკური ცოდნის მუდმივად ამაღლება, სხვადასხვა სასწავლო კურსების გავლა;
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირებასა ან მონათესავე სფეროებში;
** კომპეტენცია ავტოინდუსტრიის ბრენდების და ავტომობილის დეტალების მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) მაღალ დონეზე ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** ლიდერული უნარ-ჩვევები;
** ორგანიზებული;
** შედეგზე ორიენტირებული;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00 სთ-დან - 18:00 სთ-მდე.
კომპანია ავტობანი გთავაზობთ:
** თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალურ და მეგობრულ გუნდთან ერთად კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: hr@autobani.com. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ავტობანი 2000"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში."
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|