|
დასახელება:
მომხმარებელთა ურთიერთობის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ორგანიკალი
|
|
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
|
"ორგანიკალი" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში
ჩვენ ვეძებთ კომუნიკაბელურ, მოტივირებულ და პასუხისმგებელ თანამშრომელს, რომელიც შეძლებს ეფექტურ წერილობით და სატელეფონო კომუნიკაციას ჩვენს მომხმარებლებთან.
თუ გსურს გახდე ჯანმრთელობისა და ბუნებრივი პროდუქტების სფეროში მზარდი ბრენდის ნაწილი — ეს პოზიცია შენთვისაა!
კომპანიის შესახებ:
"ორგანიკალი" — ქართული საკვები დანამატების ბრენდია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის საკვებ დანამატებსა და ვიტამინებს.
ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
სამუშაო პირობები:
** ფიქსირებული ანაზღაურება: 1000 ლარი
** დამატებით: ბონუსები შედეგებზე დაყრდნობით
** საშუალო თვიური ანაზღაურება: 1500-2000+ ლარი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
** ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლებთან წერილობითი და სატელეფონო კომუნიკაცია (კონსულტაცია, შეკვეთების მხარდაჭერა, ინფორმაციის მიწოდება);
** პოტენციური მომხმარებლების იდენტიფიცირება და მათი ინტერესების გაანალიზება;
** მომხმარებელთა ბაზის მართვა და განახლება;
** გაყიდვების პროცესის ეფექტური მართვა და მხარდაჭერა;
** ბრენდის წარმომადგენლობა მაღალი პროფესიონალიზმითა და პოზიტიური მიდგომით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel - მომხმარებლის დონეზე);
** გაყიდვებისა ან კლიენტებთან კომუნიკაციის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმალურ დონეზე სასურველია;
** კომუნიკაციის მაღალი უნარი და პასუხისმგებლობის გრძნობა.
პიროვნული თვისებები:
** პოზიტიური და ენერგიული დამოკიდებულება;
** ყურადღება დეტალებისადმი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდისა და სწავლის შესაძლებლობას საკვები დანამატების სფეროში;
** ფიქსირებული ანაზღაურება + მაღალი ბონუსები;
** მეგობრულ გუნდს, სადაც დაფასდება შენი იდეები და ინიციატივა;
** რეალურ შესაძლებლობას კარიერული წინსვლისა.
** როგორ შეიტანო განაცხადი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგვიგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@organical.ge.
Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ: "გაყიდვების მენეჯერი"
|
|
|
|