Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=681280&print=yes&view=jobs
 
სტაჟირება ობიექტების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება ობიექტების მენეჯერი
მომწოდებელი: ანაქსი
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
შპს "ანაქსი" აცხადებს სტაჟირებას ობიექტების მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა : ბათუმი
დასაქმების ტიპი : სრული განაკვეთი

"ანაქსი" გახლავთ კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს სრული საინჟინრო სისტემების როგორც პროექტირებას, ისე შესრულებას.

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტების მენეჯერის ყოველდღიური საქმიანობის მხარდაჭერა;
** ობიექტებზე ვიზიტები და მიმდინარეობის მონიტორინგი;
** ტექნიკური დოკუმენტაციის, ნახაზებისა და სპეციფიკაციების გაცნობა, ინფორმაციის შეგროვება;
** უსაფრთხოების წესების და სამუშაო პროცესის ორგანიზაციულ საკითხებში ასისტირება;
** BOQ (მასალები) ფორმირებასა და მონიტორინგში მონაწილეობა;
** ყოველდღიური რეპორტები და სტატუსის ანგარიშების მომზადება.

საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:

** განიხილება ინჟინერიის მიმართულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
** სამშენებლო ან საინჟინრო სფეროში ინტერესი და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** Excel-ის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და გუნდთან ეფექტური მუშაობა;

ჩვენ გთავაზობთ :

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა თანამედროვე საინჟინრო გარემოში;
** სტაბილური გარემო და ანაზღაურებადი სტაჟირება;
** საინტერესო და მრავალფეროვანი პროექტები ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : t.maglakelidze@anax.ge;

"სათაურის ველში" გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ანაქსმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანია "ანაქსი" გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია