Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=681273&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ანაქსი
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
შპს "ანაქსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

მდებარეობა : თბილისი, ხოშარაულის ქ 27ა
დასაქმების ტიპი : სრული განაკვეთი

"ანაქსი" გახლავთ კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს სრული საინჟინრო სისტემების როგორც პროექტირებას, ისე შესრულებას.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების დეპარტამენტის სტრატეგიის შემუშავება და შესრულების მონიტორინგი;
** გაყიდვების გუნდის მართვა, მიზნების განსაზღვრა;
** ახალი მომხმარებლების მოზიდვა და არსებული პორტფელის განვითარება;
** ინჟინრებთან, პროექტის მენეჯერებთან და ტექნიკურ გუნდთან კოორდინირება კომერციული წინადადების მომზადების პროცესში;
** ბაზრის კვლევა, ანალიზი, კონკურენტების მოკვლევა და გაყიდვების პროგნოზირება;
** ფასების სტრატეგიის შემუშავება და Value-based გაყიდვების განხორციელება;
** შეხვედრების ორგანიზება და პარტნიორებთან მჭირდო კომუნიკაცია;
** მოლაპარაკების წარმოება დაინტერესებულ პირებთან;
** ანგარიშების მომზადება;

საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:

** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით, მენეჯერულ პოზიციაზე (სასურველია საინჟინრო/სამშენებლო მიმართულებით);
** მაღალი დონის კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და გადაწყვეტილების მიღების უნარი კრიტიკულ სიტუაციაში;
** ინგლისური ენის ცოდნა მინ. B2 დონეზე.
** Excel-ისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;

ჩვენ გთავაზობთ :

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა თანამედროვე საინჟინრო გარემოში;
** სტაბილური გარემო და კონკურენტული ანაზღაურება;
** საინტერესო და მრავალფეროვანი პროექტები ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : t.maglakelidze@anax.ge; "სათაურის ველში" გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ანაქსმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანია "ანაქსი" გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია