Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=681266&print=yes&view=jobs
 
მომარაგების სპეციალისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომარაგების სპეციალისტი
მომწოდებელი: ანაქსი
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
შპს "ანაქსი" აცხადებს ვაკანსიას მომარაგების სპეციალისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

"ანაქსი" გახლავთ კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს სრული საინჟინრო სისტემების როგორც პროექტირებას, ისე შესრულებას.

ძირითადი მოვალეობები:

** მიმდინარე ობიექტების საჭირო მასალა/პროდუქტებით მომარაგება
** შესყიდვების ხელმძღვანელის მითითებების შესრულება
** ობიექტებისთვის საჭირო პროდუქტების შესყიდვა/მიწოდება

უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირება
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები
** აუცილებელი მოთხოვნა - B კატეგორიის მართვის მოწმობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა თანამედროვე საინჟინრო გარემოში;
** სტაბილური გარემო და კონკურენტული ანაზღაურება;
** მონაწილეობა ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : t.maglakelidze@anax.ge სათაურის ველში ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ანაქსმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანია "ანაქსი" გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია