|
დასახელება:
ტენდერი ვიდეო რგოლების მომზადების მომსახურებაზე
|
| მომწოდებელი:
SOS ბავშვთა სოფელი
|
|
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი აცხადებს ტენდერს ვიდეო რგოლების მომზადების მომსახურების შესყიდვაზე.
საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი, ჯვარის სათემო განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და გერმანიის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - "ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება სათემო სტრუქტურებისა და ადგილობრივი პარტნიორობის გაძლიერების გზით საქართველოში" ფარგლებში, ბავშვთა დაცვისა და ოჯახების კეთილდღეობის შესახებ 4 ვიდეო რგოლის მომზადების მიზნით იწვევს ფიზიკურ/იურიდიულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. ორგანიზაციის მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი მშობლების, ასევე, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებით, მათი სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესება.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/SOSChildrensVillagesGeorgia
პროექტის შესახებ ინფორმაცია:
პროექტი - "ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება სათემო სტრუქტურებისა და ადგილობრივი პარტნიორობის გაძლიერების გზით საქართველოში" მიზნად ისახავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თემში, კერძოდ, ქ. ჯვარსა და სოფელ ფოცხოეწერში მცხოვრები როგორც 120 მოწყვლადი ბავშვიანი ოჯახის სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას, ისე ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე ადგილობრივი სამთავრობო და არასამთვარობო ორგანიზაციების გაძლიერებას, რათა ხელი შეეწყოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ოჯახის მხარდამჭერი სისტემის გაუმჯობესებას.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ ექვს საჯარო სკოლასთან თანამშრომლობა, რათა ხელი შეეწყოს ცნობიერების ამაღლებას ბავშვთა უფლებების დაცვის, მათ შორის, ძალადობისგან დაცვის საკითხებზე.
მომსახურების მიზანი:
პროექტის "ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება სათემო სტრუქტურებისა და ადგილობრივი პარტნიორობის გაძლიერების გზით საქართველოში" ფარგლებში, ბავშვთა დაცვისა და ოჯახების კეთილდღეობის შესახებ 4 ვიდეო რგოლის მომზადება წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარსა და ფოცხოეწერის დასახლებაში.
ჩვენ ვეძებთ მაღალი კვალიფიკაციის მქონე შემოქმედებით ადამიანებს, ვისაც შეუძლიათ ღრმა შინაარსის გადმოცემა საინტერესოდ, მოკლედ, კრეატიულად, პოზიტიურად და გაგვიწევს ვიდეო მარკეტინგის მომსახურებას, კერძოდ, დაგვეხმარება მათ მიერ შექმნილი სოციალური შინაარსის ვიდეოების გავრცელებაში, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გახდეს სარგებლის მომტანი.
ვიდეო 1: შექმნილი რეალური ვიდეო მასალის საფუძველზე
ხანგრძლივობა: დაახლოებით 5-10 წთ.
შინაარსი:
ვიდეოში ნაჩვენებია ქალაქ ჯვარისა და ფოცხოეწერის დასახლებაში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობა, მათი გამოწვევები, სირთულეები, საჭიროებები, ასევე მიმდინარე პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები (ადგილობრივი გუნდის მიერ მიმდინარე ფსიქოლოგიური, სოციალური, ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა) და ადგილობრივი მოსახლეობის, ოჯახების ჩართულობა.
ვიდეო 2: ანიმაციური ვიდეო (დაახლოებით 1-2 წთ)
თემა: პოზიტიური მშობლობა, ბავშვთა დაცვა:
შინაარსი: ვიდეოში ნაჩვენებია ორი ბავშვი, ერთი აღზრდის სწორი მეთოდების გამოყენებით, მეორე -ძალადობრივი/უგულებელყოფის მეთოდებით. კარგად ჩანს განსხვავება მათ შორის: ლაღი-დათრგუნული, მშვიდი-გაღიზიანებული, ძლიერი-შეშინებული და ა. შ.
ვიდეო 3: კომბინირებული (ანიმაცია და რეალური ვიდეოები, დაახლოებით 1-2 წთ)
თემა: ფსიქიკური ჯანმრთელობა:
შინაარსი: რა შემთხვევაში უნდა მიმართოს ადამიანმა ფსიქიატრს, რა შემთხვევაში-ნევროლოგს, ფსიქოთერაპევტს, ქცევის თუ მეტყველების თერაპევტს, რა სირთულეებია ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით და როგორ უმკლავდებიან ოჯახები ამ სირთულეებს.
ვიდეო 4: რეალური ვიდეო მასალის საფუძველზე (დაახლოებით 1-2 წთ)
თემა: ოჯახის კეთილდღეობა
შინაარსი: ვიდეოში ნაჩვენებია ოჯახის კეთილდღეობის საფუძვლები - ოჯახის წევრების ზრუნვა ერთმანეთზე, სამეზობლოს/თემის პასუხისმგებლობა და ჩართულობა, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერა, ბავშვთა დაცვის სპეციალისტების ურთიერთთანამშრომლობა ოჯახის გასაძლიერებლად, მულტიდისციპლინური მიდგომა, არსებული საჭიროებები და ა. შ.
სავალდებულო მოთხოვნები:
დაინტერესებულმა პირებმა/კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
** ოთხივე ვიდეო რგოლის კონცეფცია (იდეა) და ტექნიკური მახასიათებლები (4 გვერდი);
** ოთხივე ვიდეო რგოლის სინოფსისი (მოკლე სცენარი) 4 გვერდი;
** წარსულში შექმნილი ვიდეო რგოლები
** შესავსები უწყისი - ხარჯთაღრიცხვა
ფიზიკური პირის შემთხვევაში:
** ტენდერში მონაწილე სუბიექტების რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, პირადობის მოწმობის ასლი).
** ვიდეო რგოლების შექმნაში ჩართული პირების/ექსპერტების რეზიუმეები;
იურიდიული პირის შემთხვევაში:
** ტენდერში მონაწილე სუბიექტების რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, რეესტრის ამონაწერი.
** კომპანიის/ორგანიზაციის პორტფოლიო.
ფასის განაცხადი:
მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა უნდა იყოს წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს გარეშე;
თანხის გადახდის პირობები:
მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით აღნიშნული ვიდეოების საბოლოო ფორმით წარმოდგენიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 30 ნოემბერი.
საკონკურსო განაცხადის დეტალების შესახებ კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 591 15 89 71 - მანანა ომარაშვილი (პროექტის მენეჯერი).
დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact@sos-kd.ge
გთხოვთ, დოკუმენტაციის ელექტრონული ფოსტით გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითოთ "ვიდეო რგოლების მომზადება".
|
|
|
|