Робота для біженців з України
ბარისტა
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა
მომწოდებელი: კონცეპტ ბარი
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
ჯანსაღი სამზარეულოს მიმართულებით ახალი კონცეპტ ბარი იხსნება. ბარი მდებარეობს ვერის ბაღთან, ნიკო ნიკოლაძის ქუჩაზე.

გვაქვს ბარისტას ვაკანტური ადგილი.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის დახვედრა;
** ლოკალური და ონლაინ შეკვეთების მიღება, სამზარეულოსთვის გადაცემა; ხოლო მზა შეკვეთების მომხმარებლისთვის/კურიერისთვის გადაცემა;
** ცხელი და ცივი სასმელების მომზადება და მომხმარებლისთვის მიტანა (გვაქვს ნახევრად ავტომატური ყავის აპარატი, რომლის გამოყენება არ საჭიროებს განსაკუთრებულ ცოდნას);
** სალაროსთან ურთიერთობა;

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია, ამ მიმართულებით გამოცდილების ქონ;.
** აუცილებელია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** კანდიდატი აუცილებლად უნდა საუბრობდეს გამართულად და ზრდილობიანად;
** კანდიდატი უნდა იყოს მოწესრიგებული, სუფთა და პასუხისმგებლიანი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, შაბათი-კვირა დასვენება.
** სამუშაო საათები: 11:00-19:00.
** ანაზღაურება: 700 ლარი (+მომსახურების საკომისიო 1%+თიფსი).
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ნიკო ნიკოლაძის ქუჩა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებას;
** მეგობრულ და მყუდრო სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ მისამართზე: themariamgogilashvili@gmail.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებას!

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ themariamgogilashvili@gmail.com -სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე