Робота для біженців з України
გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: სალხინო
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
ღვინის კომპანია "საოჯახო მარანი: მეღვინეობა სალხინო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** ღვინის ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართული და ინგლისური ენის ფლობა და გამართული მეტყველება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;

მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა;
** პრეზენტაციის ჩატარება და ახალი პროდუქციის გაცნობა/შეთავაზება კლიენტებისთვის;
** ახალი კლიენტების (ობიექტების) მოძიება და მათთან კომუნიკაცია;
** დეგუსტაციის პროცესის ორგანიზება;
** უკუკავშირის მიღება მარკეტებისა და რესტორნებისგან;
** გაფორმებული შეკვეთების საინფორმაციო ბაზაში ყოველდღიური შეყვანა.

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy.salkhino@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე