დასახელება:
პრისეილერი/სავაჭრო წარმომადგენელი
|
მომწოდებელი:
კახური ტრადიციული მეღვინეობა
|
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
|
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" (KTW) ღვინის, სპირტიანი სასმელების, ნატურალური წვენების და კონსერვაციის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია ფუნქციონირებს 2001 წლიდან და მისი მიზანია შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია ხარისხიანი პროდუქტების წარმოებაზე, სარეალიზაციო არეალის მუდმივ ზრდაზე და განვითარებაზე.
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" - ის ერთ-ერთი შვილობილი კომპანია აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის (პრისეილერის) პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ადგილმდებარეობა: თბილისი
კომპანიის მოთხოვნები:
** მსგავს (გაყიდვების) სფეროში მუშაობის გამოცდილება
** საკუთარი მსუბუქი ავტომობილი
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
** თბილისის ქუჩების სრულყოფილად ცოდნა
** ასაკი 35 წლამდე (სქესს მნიშვნელობა არ ააქვს)
კომპანიის შეთავაზება:
მოჭრილი ხელფასი 1, 200 ლარი + მოქნილი საბონუსე სისტემა + ავტომობილის იჯარა + საწვავით უზრუნველყოფა + ულიმიტო სასაუბრო დრო + 20 % - იანი ფასდაკლება კომპანიის პროდუქტებზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** შეკვეთების მიღება არსებული სავაჭრო ობიექტებიდან
** ახალი სავაჭრო ობიექტების მოძიება და სადისტრიბუციო არეალის გაფართოება
** სავაჭრო ობიექტებზე ყოველდღიური ვიზიტი და ქსელის მონიტორინგი
** დავალიანებების კონტროლი და მის შემცირებაზე ზრუნვა
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქტების სწორი განლაგებების კონტროლი
** კომპანიის მიერ დაწესებული ყოველთვიური გაყიდვების გეგმის შესრულება
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 30 სექტემბერი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათთან ერთად ელ.ფოსტაზე: oldkakheti@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება " პრისეილერი".
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე დამუშავებული და დაარქივებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
|
|
|