დასახელება:
სერვის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ნიუპაკი
|
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
|
მუყაოს ყუთების მწარმოებელი კომპანია "ნიუპაკი" აცხადებს ვაკანსიას სერვის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ევტიხი ჟვანიას #5
სამუშაო დრო: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.
ძირითადი უფლება-მოვალეობები:
** დამკვეთებთან კომუნიკაცია;
** შეკვეთის დეტალების დაზუსტება;
** შეკვეთის ღირებულების დაანგარიშება;
** მომხმარებლის საჭიროების დადგენა და საუკეთესო გამოსავლის შეთავაზება;
** შეკვეთის დასრულების ვადების კონტროლი;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელური;
** მოლაპარაკების წარმართვის კარგი უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალობა;
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე: 032 2 71 76 45 ან ელ ფოსტაზე: vacancy@phfavorite.ge
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@phfavorite.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის მენეჯერი".
წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს "ნიუპრინტ-მა" შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
იმ შემთხვევაში თუ გსურთ, თქვენი კანდიდატურა განვიხილოთ სხვა ვაკანტურ პოზიციაზე ან/და თქვენი რეზიუმე იმავე ან მსგავსი ვაკანტური პოზიციისთვის განიხილოს სხვა დამსაქმებელმა, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@phfavorite.ge
|
|
|
|