დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Skinothéque
|
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
|
"Skinothéque" (სკინოთეკა) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე სრულ სამუშაო განაკვეთზე, თბილისში.
"Skinothéque" არის ესთეტიკური მედიცინის კანის მოვლის პრემიუმ პროდუქციის დისტრიბუტორი კომპანია საქართველოში.
Web: https://skinotheque.com/ka
Instagram: https://www.instagram.com/skinotheque.georgia/
გაყიდვების მენეჯერი იქნება პასუხისმგებელი პროდუქტების პოპულარიზაციასა და პირისპირ გაყიდვაზე. ყოველდღიური ამოცანები მოიცავს გაყიდვების სტრატეგიების შემუშავებას, კლიენტებთან ბაზის მოძიებას, მათთან ურთიერთობის დამყარებას და გაყიდვების მიზნების მიღწევას.
ამ პოზიციაზე საჭიროა მოქმედი მართვის მოწმობა და საკუთარი მანქანა.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, პეკინის 37 (არქივთან)
** სამუშაო გრაფიკი: 11:00-18:30 სთ ორშაბათი-პარასკევი ან სამშაბათი-შაბათი
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გაყიდვებიდან
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის შესწავლა დეტალურად, რათა მოხდეს სწორი კომუნიკაცია გაყიდვების პროცესში
** პოტენციური მყიდველების მოძიება და გაყიდვების ზრდა
** პოტენციური მყიდველების/კლიენტების ბაზის წარმოება და მათთან სატელეფონო და პირადი შეხვედრები.
** პოტენციურ მყიდველებს, როგორიცაა საქართველოში არსებული ექიმები და კოსმეტოლოგები მიაწოდოს სრული, სწორი და ამომწურავი ინფორმაცია პროდუქციისა და მისი უპირატესობების შესახებ.
** უზრუნველყოს შეკვეთების კონტროლი და შესაბამისი რეპორტინგი ყოველდღიურად
** საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს პროდუქტის/პროდუქტების მიწოდება მომხმარებლებისათვის.
** პასუხისმგებლობით მოეკიდოს მისთვის დაკისრებულ ვალდებულებებს.
კვალიფიკაცია:
** სასურველია სამედიცინო განათლება
** შესანიშნავი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
** საოფისე პროგრამების (Excel, Word, Drive) ცოდნა;
** მინიმალური გამოცდილება გაყიდვებში (6 თვე), სასურველია კანის მოვლის, სილამაზის ან ჯანდაცვის ინდუსტრიებში.
** დამოუკიდებლად მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
თუ თვლით რომ გაინტერესებთ ესთეტიკური მედიცინის სფერო და სიამოვნებით იმუშავებდით გაყიდვების მიმართულებით, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ ფოსტაზე: info@skinotheque.com 10 სექტემბრამდე.
|
|
|
|