Робота для біженців з України
კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: პეპელა
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო / ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
სათამაშოების მაღაზია "პეპელა" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, იოსებიძის ქ.49

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;,
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.

ძირითადი მოვალეობები:

** იმპორტის ფაილების მომზადება:
** ფაილების მომზადება საბაჟო პროცედურებისთვის:
** დამზადებს და ამზადებს საჭირო ფაილებს საბაჟო პროცედურების დასასრულებლად, რათა მოხდეს პროდუქტის სათანადოდ და დროულად იმპორტი.
** თანმხლებ დოკუმენტაციას ემზადება პროდუქტის საჭიროებები და საბაჟო მოთხოვნები.
** პროდუქტის შეკვეთების შევსება პროგრამაში:
** შესაბამისი მონაცემების შევსება იმპორტის პროგრამებში პროდუქტის შეკვეთების და ტრანსპორტირების პროცესებისთვის.
** მონაცემების შევსება სისტემაში (ERP ან სხვა პროგრამები) პროდუქციის შეკვეთების შესახებ.

მონაცემთა ბაზასთან მუშაობა:

მონაცემთა დამუშავება:

** მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების შეგროვება, ანალიზი და დამუშავება.
** მონაცემების სწორი შეყვანა პროგრამებში და მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება.
** პროდუქტის მაქსიმალური და მინიმალური საზღვრების ფაილის დამუშავება, ოპერატორის მიწოდება პროგრამაში შესატვირთად.

ეტიკეტების თარგმანი და ბეჭდვა:

** პროდუქტის ეტიკეტების თარგმნა ქართულ ენაზე და სხვა საჭირო ენებზე.
** ეტიკეტების სტანდარტების შესაბამისად მომზადება და მათი შესრულების კონტროლი.
** ეტიკეტების ბეჭდვის ორგანიზება და მათი გადაცემა საწყობში.
** ზრუნვა, რომ ყველა ეტიკეტი იყოს შესაბამისი სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად.

პრეზენტაციის მომზადება:

** პროდუქციის და იმპორტის პროცესის პრეზენტაციების მომზადება, რომლებიც გამოყენებული იქნება გუნდის წევრებისთვის ან მენეჯმენტისთვის.
** მონაცემების საფუძველზე პრეზენტაციის ვიზუალურ და ინფორმაციულ მხარეზე მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ინგლისური და ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელმისამართზე: hr@pepela.ge და "subject"-ში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი).

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე