Робота для біженців з України
ფინანსური დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური დირექტორი
მომწოდებელი: C-Team Management Consulting
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო / ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია C-Team Management Consulting, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს სტრატეგიულ და ორგანიზაციულ განვითარებაში, ინოვაციური მართვის სისტემების დანერგვასა და ბიზნეს პროცესების ეფექტიან მართვაში პარტნიორი კომპანიისთვის ეძებს ფინანსურ დირექტორს.

პარტნიორი კომპანია არის ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზატორი საქართველოში.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 - 18:00 სთ
ანაზღაურება: ფიქსირებული 6000-7000 ლარის ფარგლებში გამოცდილების მიხედვით

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული ფინანსური დოკუმენტაციის წარმოების ერთიანი სტანდარტის შემუშავება, დანერგვა, კონტროლი;
** ფინანსური დეპარტამენტისა და მასთან დაქვემდებარებული მიმართულებების მართვა;
** ფინანსური და ბუღალტრული ოპერაციების კონტროლი, მართვა;
** კომპანიის ფინანსური გეგმების, ბალანსის და ბიუჯეტის პროექტების შემუშავება, დანერგვა, კონტროლი;
** ფინანსური სისტემებისა და CRM/ERP პლატფორმების დანერგვის მხარდაჭერა;
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება, წარდგენა საკანონმდებლო ორგანოებთან;
** მოგება - ზარალის ანგარიშგების სტატისტიკის შემუშავება, წარდგენა;
** კომპანიაში არსებულ ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებული პროცესების შემუშავება, მართვა;
** საკანონმდებლო ორგანიზაციების მიერ გამოცემული ახალი რეგულაციის/მოთხოვნის შემუშავება/განხორციელება;
** ფინანსური სამსახურის შეფასების ინდიკატორების დანერგვა, გატარება, კონტროლი;
** კომპანიის სტრატეგიულ პროცესებში უშუალო მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი პროფილური განათლება (ფინანსები, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება);
** მინიმუმ 2 წლიანი ფინანსურ დირექტორად მუშაობის გამოცდილება, სასურველია სამედიცინო სფეროში.
** ბუღალტრული აღრიცხვის სისტემების ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვისა და დოკუმენტაციის წარმოების პრინციპების ცოდნა;
** IFRS სტანდარტების ცოდნა;
** ბიუჯეტირება, მოგება-ზარალის ფინანსური ანალიზის ცოდნა;
** ნორმატიული აქტებისა და კანონების ცოდნა, რომლებიც არეგულირებენ კომპანიის საფინანსო საქმიანობას.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@c-team.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის (ფინანსური დირექტორი) დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე