დასახელება:
სპა რეგისტრატორი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო ბოდბე
|
გამოქვეყნდა: 19 ივლისი
/ ბოლო ვადა: 15 აგვისტო
|
სასტუმრო "ბოდბე" აცხადებს ვაკანსიას სპა რეგისტრატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: სიღნაღი, კახეთი
ჩვენ შესახებ:
სასტუმრო "ბოდბე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე ახალი ქართული ბრენდია, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებაზეა ორიენტირებული.
სიღნაღის საოცარი ხედებით ცნობილი სასტუმრო სტუმრებს სხვადასხვა კატეგორიის 132 ოთახს, განსხვავებული კონცეფციის კვების ობიექტებს, სპა, ფიტნეს ცენტრს და შეხვედრებისთვის განკუთვნილ სივრცეებს სთავაზობს.
სპა რეგისტრატორის მოვალეობები:
** ჯავშნების მიღება და კონტროლი;
** საოპერაციო ადმინისტრაციული საქმიანობის შესრულება;
** პროცედურების მენიუს სრულფასოვნად შესწავლა და სტუმრისთვის პროცედურის შერჩევის უზრუნველყოფა;
** სტუმრის სამედიცინო კითხვარის შევსება;
** პროცედურაში ჩართული და გასაყიდი პროდუქციის სრულყოფილად შესწავლა სპა მენეჯერის დახმარებით;
** სტუმრისთვის პროდუქციის არჩევასა და შეძენაში დახმარების გაწევა;
** კონფიდენციალურობის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოცდილება ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ რეზიუმე /CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე - recruiters@bodbehotel.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "სპა რეგისტრატორი"
წარმატებას გისურვებთ!
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. "ბოდბე მენეჯმენტი" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
გამოგზავნილი რეზიუმე შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება შპს "ბოდბე მენეჯმენტი" (ს/კ: 405452745), რომელიც, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი, განახორციელებს მონაცემთა დამუშავებას კომპანიის სახელით, კომპანიის სასარგებლოდ და კომპანიის მიერ გაცემული ინსტრუქციების/მითითებების შესაბამისად.
"ბოდბე მენეჯმენტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|