Робота для біженців з України
უძრავი ქონების/კომერციული სივრცეების განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების/კომერციული სივრცეების განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 19 ივლისი / ბოლო ვადა: 03 აგვისტო
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის "2 ნაბიჯი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.

"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-მდე თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.

კომპანია "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების/კომერციული სივრცეების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** რითეილ პარკის კონცეფციის შემუშავება და დადგენილი წესით დამტკიცების უზრუნველყოფა;
** კონცეფციის განხორციელებისთვის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაცია;
** უძრავი ქონების შეთავაზებების მოძიება დადგენილი პირობებისა და სტანდარტების მიხედვით;
** მოლაპარაკებების წარმოება მესაკუთრეებთან ან შესაბამის პასუხისმგებელ პირ (ებ)თან შესყიდვის ან იჯარის პირობებზე;
** დოკუმენტაციის მომზადება და გაფორმება იურიდიულ სამსახურთან და ფინანსურ დეპარტამენტთან თანამშრომლობით;
** რითეილ პარკის საოპერაციო პროცესების მართვა და მონიტორინგი;
** პოტენციური ტენანტების ანალიზი, მათთან მოლაპარაკებების წარმოება და დაკონტრაქტება;
** ტენანტებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების დროული იდენტიფიცირება და გადაჭრა;
** ტენანტების კონტრაქტების პირობებისა და ფინანსური ვალდებულებების მონიტორინგი და მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კომპეტენციები:

განათლება და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი);
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება უძრავი ქონების მართვის მიმართულებით (სასურველია მაღაზიების, მრავალპროფილიანი შოპინგ ცენტრების, მოლების მართვის კუთხით)
** სტრატეგიული მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;
** სასურველია გაყიდვების, ტენანტების მოძიებისა და ურთიერთობის მართვის ან/და პროექტების მართვის გამოცდილება;
** სასურველია FMCG სექტორში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** MS Office-ის (Word, Excel, Powerpoint) ცოდნა.

სხვა მოთხოვნები: მართვის მოწმობა (B კატეგორია)

პიროვნული თვისებები და უნარები

** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** პროცესების მართვისა და კოორდინაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების და დარწმუნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ელიზბარ მინდელის #3

თუ დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ "2 ნაბიჯის" გუნდთან ერთად, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: HR@orinabiji.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითო ვაკანსიის დასახელება "უძრავი ქონების/კომერციული სივრცეების განვითარების მენეჯერი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 03.08.2025.

გისურვებთ წარმატებებს!

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე