Робота для біженців з України
ლოგისტიკის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოგისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: ალიანს ჯგუფი
გამოქვეყნდა: 19 ივლისი / ბოლო ვადა: 17 აგვისტო
გთავაზობთ შესაძლებლობას, შემოუერთდეთ "ალიანს ჯგუფის" გუნდს ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე და საკუთარი წვლილი შეიტანოთ კომპანიის ეფექტური მიწოდების ჯაჭვის მართვაში.

მდებარეობა: ბათუმი
განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** "ალიანს ჯგუფში" არსებული შესყიდვების პროცესის ლოგისტიკური გაგრძელება და კოორდინაცია;
** თითოეული შეკვეთისთვის სრული ლოგისტიკური პროცესის მართვა და შესრულების მონიტორინგი;
** ტრანსპორტირების უზრუნველყოფა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო გადაზიდვებისთვის;
** ტვირთის სტატუსის ყოველდღიური მონიტორინგი და კონტროლი;
** ბაზარზე საუკეთესო ლოგისტიკური პირობებისა და კონკურენტული ფასების მოძიება და უზრუნველყოფა;
** მოლაპარაკებების წარმოება სატრანსპორტო კომპანიებთან; სანდო პარტნიორის, ოპტიმალური ფასისა და სატრანზიტო დროის შერჩევა;
** გადაზიდვებისა და ტრანსპორტირების რენტაბელურობის ანალიზი;
** საბაჟო ბროკერისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ლოგისტიკის, მენეჯმენტის ან ეკონომიკის სფეროში;
** მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ლოგისტიკის მართვის სფეროში;
** სატრანსპორტო ბაზრის ცოდნა და მიმწოდებლებთან მუშაობის გამოცდილება;
** შესყიდვების და ფასთა ანალიზის უნარი;
** საოფისე პროგრამების (Excel) ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა .

რას გთავაზობთ:

** მზარდ ანაზღაურებას, საწყის ეტაპზე 2500 ლარიდან;
** პროფესიულ ზრდას.

რეზიუმეების მიღების ვადა: 2025 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით

გამოაგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@alliance.ge

სათაურში მიუთითეთ: ლოგისტიკის მენეჯერი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებას!

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება: შპს "ალიანს სიტი" საკონტაქტო ინფორმაცია 0322500000; მონაცემთა დამუშავების მიზანია - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;

მონაცემთა მიმღებია - შპს "ალიანს სიტის" ადამიანური რესურსების სამსახური; პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;

ინფორმაცია შენახვის ვადაა - წინასახელშეკრულებო ეტაპის დასრულებიდან არაუმეტეს 01 თვე, ხოლო სტაჟირებისა და შრომითი ურთიერთობის არსებობისას მათი შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში, მონაცემთა სუბიექტის შემდგომი უფლებების გათვალისწინებით:

** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება.

შპს "ალიანს სიტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე