Робота для біженців з України
ქლაუდ აპლიკაციების ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქლაუდ აპლიკაციების ინჟინერი
მომწოდებელი: UGT
გამოქვეყნდა: 09 ივნისი / ბოლო ვადა: 09 ივლისი
კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას ქლაუდ აპლიკაციების ინჟინრის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ

"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაშვიდი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

ქლაუდ აპლიკაციების გუნდის ინჟინრის როლი

აპლიკაციების ინჟინერი უზრუნველყოფს ქლაუდ სერვისების ავტომატიზაციის პლატფორმებისა (ქლაუდ სერვისების მიწოდების მიზნით ჰოსტინგის ავტომატიზაციის, კლიენტების მართვის, ბილინგის ავტომატიზაციისა და ქლაუდ რესურსებით სარგებლობის SaaS ტიპის პლატფორმები) და მათი მოდულების იმპლემენტაციას, კონფიგურაციას, პლათფორმის მართვას და საოპერაციო პროცესის მხარდაჭერას.

ეს პოზიცია, ქლაუდ, სისტემურ და ქსელის არქიტექტების, ადმინისტრატორების და ინჟინრების გუნდთან ერთად უზრუნველყოფს ქლაუდ სერვისების ავტომატიზაციის პლატფორმების მუდმივ განვითარებას, სხვადასხვა კომპონენტების ინტეგრაციას, პლატფორმის მოდულების კონფიგურაციას და მართვას. მათ შორის, პლათფორმის ვენდორებთან ურთიერთობასა და მართვას, პლატფორმების ახალი ფუნქციური შესაძლებლობების შესწავლას, ახალი ბიზნეს ფუნქციური მოთხოვნების დანერგვას და კონფიგურაციას.

ქლაუდ აპლიკაციების ინჟინერი უზრუნველყოფს პლატფორმებზე ქლაუდ პროდუქტების კატალოგებისა და პროდუქტების/სერვისების კონფიგურაციას, ბილინგის პროცესების დაგეგმვას, კონფიგურაციის და მართვას. პლატფორმებზე ავტომატიზაციის და პლატფორმის სარგებლობის პოლიტიკების შემუშავებას, კონფიგურაციასა და მართვას. პლატფორმის ფუნქციონალში დაფიქსირებული ინციდენტებისა და პრობლემების მოკვლევას, ანალიზს და აღმოფხვრის პროცესების მხარდაჭერას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** იმპლემენტაცია - ქლაუდ სერვისების ავტომატიზაციის პლატფორმების და მათი მოდულების იმპლემენტაცია და კონფიგურაცია. ბიზნეს მოთხოვნების შესაბამისი გადაწყვეტილებების შემუშავება და იმპლემენტაცია.
** პლატფორმის განახლებების მართვა - პლატფორმის ფუნქციური ნაწილის განახლებების ანალიზი, დანერგვა, შესაბამისი კონფიგურაცია და ფუნქციების ტესტირება.
** კონფიგურაცია და პერსონალიზაცია - პლატფორმების კონფიგურაციის კონკრეტულ ბიზნეს პროცესებსა და მოთხოვნებზე მორგება. პლატფორმის მოდულების, ფორმების, სამუშაო პროცესების და ავტომატიზაციის წესების კონფიგურაცია. კონკრეტულ კლიენტებზე ან კლიენტების ჯგუფზე ქლაუდ სერვისების მიწოდების პერსონალიზაციის მიზნით პლატფორმის კონფიგურაცია.
** პროცესების ავტომატიზაცია - პროცესების ავტომატიზაციის ფუნქციონალის მეშვეობით პლატფორმაზე სერვისების მიწოდების, კლიენტების ბალანსის მართვის, ინვოისების, შეტყობინებების, ბილინგის, კლიენტის უფლებების მიცემის/შეზღუდვების, კლიენტის ანგარიშების მართვის და სხვა პროცესების ავტომატიზაცია და შესაბამისი კონფიგურაცია.
** მუდმივი გაუმჯობესება - საოპერაციო პროცესების სრულყოფისა და გაუმჯობესების მიზნით პლატფორმის ახალი ან არსებული ფუნქციური შესაძლებლობების მუდმივი შესწავლა, ავტომატიზაციის ახალი შესაძლებლობების შესწავლა, პროცესების ოპტიმიზაცია და სისტემის ფუნქციონალისა და პროცესების მუდმივი გაუმჯობესება.
** პროდუქტების და სერვისების მართვა- პლატფორმაზე ქლაუდ პროდუქტების და სერვისების კატალოგების მართვა. სერვისებისა და პროდუქტების რეგისტრაცია, მოდიფიკაცია და მართვა. სერვისებით სარგებლობის სცენარების და პროცესების კონფიგურაცია. სერვისებისა და პროდუქტების მახასიათებლების, ფუნქციური შესაძლებლობების და აღწერების კონფიგურაცია. პროდუქტებითა და სერვისებით სარგებლობის ღირებულების კალკულაციის კონფიგურაცია.
** რეპორტები და ანალიტიკა- პლატფორმაზე კლიენტებისა და მენეჯმენტ გუნდებისთვის დეშბორდების შემუშავება, რეპორტების მომზადება და პროცესების ანალიტიკა.
** ტრენინგები და მომხმარებელთა მხარდაჭერა - პლატფორმის მოწყობის, ფუნქციური შესაძლებლობებთან სარგებლობასთან დაკავშირებული ტრენინგების ჩატარება, პლატფორმის ადმინისტრატორებისა და საბოლოო მომხმარებლების მიერ პლატფორმით სარგებლობის ინსტრუქციების და დოკუმენტაციის მომზადებაში ჩართულობა.

პროფესიული უნარები/მოთხოვნები:

** ERP, CRM, Billing, Helpdesk ან სხვა მსგავსი ტიპის პროცესების მართვისა და ავტომატიზაციის სისტემების (მაგალითად : 1C, Apex, Fina, Microsoft CRM, ODDO და ა.შ.) დანერგვის, განვითარების და მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** Software development -ის პრინციპების/კონცეფციის საბაზისო ცოდნა;
** ქლაუდ სერვისების და ინფრასტრუქტურის მოწყობის/კონცეფციის საბაზისო ცოდნა.

განათლება: უმაღლესი ან შესაბამისი პროფესიული განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ან მომიჯნავე დარგებში

ენები:

** აუცილებელია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.

კომპეტენციები:

** ბიზნეს პროცესებისა და მოთხოვნების ანალიზის უნარი;
** პროცესის ავტომატიზაციის და ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენების უნარი;
** დამოუკიდებელი მუშაობისა და ინიციატივების გამოჩენის უნარი;
** პრობლემების კომპლექსური ანალიზისა და გადაჭრის უნარი;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** ერთდროულად რამდენიმე და განსხვავებული ამოცანების შესრულების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული

დასაქმების პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული

ბენეფიტები:

** საინტერესო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა;
** პროფესიული ტრეინინგები და სერტიფიკაცია;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass.

დამატებითი ინფორმაცია

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 9 ივლისის ჩათვლით.

განაცხადის გასაკეთებლად, საჭიროა გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერ საიტზე და შეავსოთ განაცხადი: https://career.ugt.ge/job-invite/1067/

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე