Робота для біженців з України
კვალიფიცირებული გაყიდვების მენეჯერი 2
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კვალიფიცირებული გაყიდვების მენეჯერი 2
მომწოდებელი: გლობალური ტექნოლოგიები
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / ბოლო ვადა: 29 დეკემბერი
შპს "გლობალური ტექნოლოგიები" აცხადებს ვაკანსიას კვალიფიცირებული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

კომპანია "გლობალური ტექნოლოგიები", დაფუძნებულია 2001 წელს. ჩვენი გუნდი, 22 წელია ახორციელებს უძრავი ქონების დეველოპმენტს, მართვას და განვითარებას. კომპანიას დასრულებული აქვს რამდენიმე მრავალბინიანი კომპლექსის მშენებლობა. ამჟამად ახორციელებს მრავალფუნქციური კომპლექსის - თაუნ სკვერის მშენებლობას თბილისში. კომპლექსი შედგება 3 კორპუსისგან. ის მოიცავს ქალაქის ტიპის მოედანს გამწვანებითა და შადრევნით. კომპლექსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ townsquare.ge

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** კომპანიის არსებული მომხმარებლებისა და უძრავი ქონების ყიდვით დაინტერესებული პირებისთვის სარეალიზაციო ფართების შეთავაზება-გაყიდვა;
** უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ მომხმარებლებთან ერთად ობიექტის დათვალიერება;
** მოლაპარაკებების წარმართვა და ხელშეკრულებების გაფორმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** აუცილებელია გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** ენერგიულობა;
** კრეატიულობა;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობა;
** დარწმუნების უნარი.

ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 ლარი და ბონუსი ყოველ გაყიდულ აპარტამენტზე (3500+)
სამუშაო საათები: 10:00-18:00

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: globaluriteqnologiebi@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ: გაყიდვების მენეჯერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე