Робота для біженців з України
ბარისტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა
მომწოდებელი: თიბისი კონცეპტი
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / ბოლო ვადა: 29 დეკემბერი
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე.

მარჯანიშვილის ისტორიულ შენობაში, "თიბისი კონცეპტმა" ახალი შესაძლებლობებისთვის სრულიად განსხავავებული მულტიფუნქციური სივრცე შექმნა. სივრცე თიბისის განახლებული პერსონალური საბანკო მომსახურების კონცეფციის ნაწილია, რომელშიც გაერთიანებულია, საგამოფენო და საპრეზენტაციო დარბაზები, ბიბლიოთეკა, კაფე, საერთო-სამუშაო სივრცე, თვითმომსახურებისა და პერსონალური საბანკო მომსახურების ზონები.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მომზადება და სერვირება;
** მენიუს დეტალური ცოდნა და საჭიროების შემთხვევაში, სტუმრისთვის გაცნობა
** ბარის მოწესრიგება
** ინვენტარიზაციის ჩატარება
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა

აუცილებელი მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;

გრაფიკი:

** 5 სამუშაო დღე (8+1 საათი)
** ანაზღაურება: 1100 ლარი ფიქსირებული + ბონუსი

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას
** კვებას
** ფიტპასს
** პროფესიულ განვითარებას
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ CV გამოაგზავნოთ მეილზე vacancy@tbcconcept.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.

გაცნობებთ, რომ შპს "მარჯანიშვილი 7" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

შპს "მარჯანიშვილი 7" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე