Робота для біженців з України
ავტონაწილების გამცემი ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტონაწილების გამცემი ოპერატორი
მომწოდებელი: ავტოტექნო
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / ბოლო ვადა: 29 დეკემბერი
შპს "ავტოტექნო" წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს და გახლავთ ორი გიგანტი ჩინური ბრენდის, SINOTRUK HOWO-სა და SHANTUI-ს ოფიციალური დილერი საქართველოში.
კომპანიას შემოჰყავს საქართველოს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტოტექნიკა, მათ შორის თვითმცლელები ბეტონის მიქსერები, ბულდოზერები ექსკავატორები, დამტვირთველები და ა.შ, ასევე მისი საქმიანობის სფერო მოიცავს არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასა და გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისს.
"ავტოტექნო" წლიდან წლამდე საშუალოდ 100%-ით ზრდის რეალიზაციის მოცულობას. 2023 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, ახალი სატვირთო მანქანების ბაზრის 60%-ს ფლობს, რაც ხაზს უსვამს მის სიძლიერესა და წარმატებას ინდუსტრიაში.

კომპანიის გაფართოების სწრაფი ტემპებიდან გამომდინარე "ავტოტექნოს" გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს, ავტონაწილების გამცემი ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი- ფონიჭალა, დიღომი
ანაზღაურება: 1000-1200 Net + კვარტალური ბონუსი
სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
10:00-14:00 (შაბათი)
ჩვენ გთავაზობთ:

* კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
** კომპანია ფარავს თანამშრომლის საპენსიო შენატანს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ს კომპანიის თანადაფინანსებით;
** ტრანსპორტირების დაფინანსებას;
** სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებს, მუდმივი განვითარებისთვის (დაფინანსება კომპანიის მხრიდან);
** მხარდაჭერას, სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში;
** 24 + 4 საშვებულებო დღეს;
** შვებულების გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის დროული და ეფექტური მომსახურების გაწევა;
** კომპანიის შიდა სტანდარტების სრულად დაცვა;
** გაყიდვის სივრცეში ნაწილების განთავსების უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, თაროების პერიოდული შევსება საჭიროებისამებრ;
** სწორი მარაგების არსებობის მიზნით, ავტონაწილების შეკვეთის ფორმირების პროცესში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ამავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამებთან მუშობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** შრომისმოყვარე;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალურობა.

კონკურსის ეტაპები:

** შესარჩევი სიის მომზადება;
** გასაუბრება შერჩევის სპეციალისტთან;
** გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: career@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ავტონაწილების გამცემი ოპერატორი".

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე