დასახელება:
ხორცის დამუშავების სპეციალისტი/ყასაბი
|
მომწოდებელი:
აგრო მარკეტი
|
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
|
"აგრო მარკეტი" აცხადებს ვაკანსიას ხორცის დამუშავების სპეციალისტის / ყასაბის პოზიციაზე ქ.თბილისში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სხვადასხვა სახეობის ხორცის დამუშავება და დახლზე განსათავსებლად მომზადება;
** პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი;
** დახლებზე საჭირო რაოდენობის პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა, ხარისხის და ჰიგიენის ნორმების სრული დაცვით;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მათი მოთხოვნების მიხედვით;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა და შესაბამისი ჩეკ-ლისტების წარმოება.
კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები/უნარები:
** ყასბად/ხორცის დამუშავების სპეციალისტად მუშაობის მინიმუმ 4-თვიანი გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
** კვირაში 5 დღე, 8-საათიან სამუშაო განაკვეთს (08:00-17:00);
** ანაზღაურება - ფიქსირებული 1300;
** კვება - დაფინანსებული კომპანიის მიერ;
** მეტრომანის ულიმიტო ბარათს;
** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად, სიახლეების შექმნაში ჩართვის შესაძლებლობას;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancynlfood@gmail.com 2024 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენ მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე შეტანილია აპლიკანტთა მონაცემთა ბაზაში, შემდგომი განხილვის მიზნით და ინახება 6 თვის ვადით.
მადლობას გიხდით ჩვენი კომპანიით დაინტერესებისათვის!
|
|
|
|