Робота для біженців з України
საცხოვრებელი კომპლექსის მენეჯერ-ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საცხოვრებელი კომპლექსის მენეჯერ-ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ბენე კომფორტი
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / ბოლო ვადა: 29 დეკემბერი
ბენე კომფორტი დაარსდა 2020 წელს და უკვე მეოთხე წელია ემსახურება 40-ზე მეტ საცხოვრებელ კომპლექსს და ზრუნავს 16000-მდე მობინადრის ყოველდღიურ კომფორტსა და კეთილდღეობაზე. ჩვენი კომპანიის მთავარ ძალას წარმოადგენს გუნდი, რომელიც ზრუნავს მობინადრეებზე და მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე.

კომპანია ბენე კომფორტი აცხადებს ვაკანსიას საცხოვრებელი კომპლექსის მენეჯერ-ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ფუნქცია მოვალეობები:

** კომპლექსის მობინადრეებთან კომუნიკაცია, მათ პრობლემებზე დროული რეაგირება;
** საერთო სარგებლობის ფართების სისუფთავის უზრუნველყოფაზე მუდმივი მონიტორინგი;
** ლიფტების გამართულად ფუნქციონირებაზე მუდმივი მონიტორინგი;
** პრობლემური სიტუაციების მართვა;
** ტექნიკური პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში გადაჭრის გზების მოძიება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე მუდმივი მონიტორინგი;
** მზაობა გადაუდებელი სამუშაოების თუ პრობლემების გადაჭრისთვის ნებისმიერ დროს გამოცხადდეს კომპლექსში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მომსახურების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია გუნდის მართვის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე.

პიროვნული თვისებები:

** პრობლემური სიტუაციის მართვის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

გრაფიკი - ყოველ მეორე დღეს 10:00 საათიდან 20:00 საათამდე;
ანაზღაურება - 1200 ლარი + ბონუსი;
სამუშაო ადგილი - თბილისი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@benec.ge და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "საცხოვრებელი კომპლექსის მენეჯერ-ადმინისტრატორი". კომპანია "ბენე კომფორტი"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ბენე კომფორტი" - ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ ყველა პუნქტს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე