Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=600048&print=yes&view=jobs
 
ტერმინალების მომსახურების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტერმინალების მომსახურების სპეციალისტი
მომწოდებელი: თიბისი ფეი
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / ბოლო ვადა: 28 დეკემბერი
"თიბისი ფეი" აცხადებს ვაკანსიას ტერმინალების მომსახურების სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო მოვალეობები:

** ქსელში განთავსებული ტერმინალების ხარვეზების გარეშე მუშაობის უზრუნველყოფა;
** ტერმინალების გამართულ და სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება;
** ტექნიკური ხარვეზების მუდმივი მონიტორინგი და მათი დროული ხარისხიანი შესრულება;
** აპარატის პროგრამული უზრუნველყოფა (დრაივერების დაყენება, პროგრამების ჩაწერა, სისტემის ინსტალაცია, და სხვა);
** ტერმინალების ადგილზე განთავსებისას, მისი გამართვა და მონტაჟი;
** ტერმინალზე ნაწილების შეცვლა/დაყენება და ქსელში ნაწილების შესაბამისი წესით გადაადგილების უზრუნველყოფა;

გამოცდილება:

** სასურველია მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება მსგავსი მიმართულებით; საკუთარი ავტომობილი;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** კომპიუტერებთან და კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები და უნარები/კომპეტენციები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული.

რეზიუმეს განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თიბისი ფეი / TBC PAY

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე vacancy@Tbcpay.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ტერმინალების მომსახურების სპეციალისტი".

გაცნობებთ, რომ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს "თიბისი ფეი" (ს/კ 204559361, რეგისტრაციის მისამართი: თბილისი, მარჯანიშვილის 7), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად, მონაცემთა დამუშავების მიზანია ვაკანსიის (მათ შორის სამომავლო ვაკანსიის) მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, მონაცემთა მითითებული ვადით შენახვა ხორციელდება შპს "თიბისი ფეის" კუთვნილი სათანადო ლიცენზიის ფარგლებში "Microsoft 365"-ის ღრუბლოვან სისტემაში.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, რისთვისაც მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე info@tbcpay.ge

შპს "თიბისი ფეი", როგორც მზარდი ორგანიზაცია ეყრდნობა თანაბარი მოპყრობის პრინციპებს, დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს, კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით, მათ შორის: რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების,
დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის, ან ასეთის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი: 032 2 17 18 19; ელ ფოსტა: info@tbcpay.ge ან ანონიმური მხილების გზით: https://tbcpay.ge/anonymous-reporting

შპს "თიბისი ფეი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია