Робота для біженців з України
მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი - დისტანციური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი
მომწოდებელი: Dressup Group
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
"დრესაპ ჯგუფი" 30 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi`s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.

კომპანია წარმოდგენილია 80-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 4 დღე, 21:00 - 03:00 საათი;
ანაზღაურება: 700 ლარი;

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
** იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** "ფიტპასის" მომსახურება;
** კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე.

ფუნქციები და მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის ჩათის მეშვეობით მომსახურების გაწევა;
** შესყიდვების პროცესში შექმნილი პრობლემის შემთხვევაში მომხმარებელთან შესაბამისი სახის კომუნიკაცია და დახმარება;
** მომხმარებლის მიერ დაფიქსირებულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ინფორმირება და მისგან ინფორმაციის მიღების შემდეგ მომხმარებლის დაკვალიანება;
** პროცედურის მიხედვით ინფორმაციის სხვადასხვა სამუშაო პროგრამაში გადამოწმება/დაფიქსირება;
** მომხმარებლებთან მომსახურების ხარისხის დადგენილი სტანდარტებით, პროცედურების და პროცესების დაცვით კომუნიკაცია;
** მომხმარებლების მიერ გაცვლა/დაბრუნების მოთხოვნის მონიტორინგი და მომხმარებელთან კომუნიკაციის შემდეგ, სისტემაში მოთხოვნის დაფიქსირება;
** მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია გაყიდვების ან/და ქოლცენტრის მიმართულებით მსგავს ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** სწრაფად ბეჭდვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ოპერატიულობა და მოქნილობა;
** დროის მართვის და დაპრიორიტეტების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კეთილსინდისიერება.

კანდიდატთა შერჩევა

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: cv@dressupgroup.ge 2024 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი - დისტანციური".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"დრესაპ ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე