დასახელება:
სერვის კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
ბაზისბანკი
|
გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 27 დეკემბერი
|
წარმატებული კარიერული გზა და სტაბილურობა შენს სამომავლო გეგმებშია?
"ბაზისბანკის" გუნდში ზუსტად შენნაირ ადამიანებს ველოდებით!
თუკი მეგობრული სამუშაო გარემო შენთვის პრიორიტეტულია, დასაქმდი ჩვენთან მარტივად!
ამჟამად ჩვენ სერვის კონსულტანტს ვეძებთ.
გაეცანი ჩვენს ვაკანსიას და გამოგვეხმაურე თუ:
** გუნდური მუშაობა გიყვარს და, ამავე დროს, დეტალებზე ორიენტირებული ხარ;
** ხარ პასუხისმგებლობიანი და არ უშინდები გამოწვევებს;
** შეგიძლია ეფექტური კომუნიკაცია და ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემა.
გაინტერესებს რას გთავაზობთ?
** ჯანმრთელობის დაზღვევას დასაქმების დღიდან;
** სამგზავრო ბარათს ან კორპორატიულ ნომერს, ულიმიტო სასაუბრო დროით;
** პრემიალური კლასის სახელფასო პლასტიკურ ბარათს;
** გარემოს, სადაც შესაძლებლობები ყველა კანდიდატისთვის თანაბარია;
** პროფესიონალების გუნდს, რომელიც გაგიმარტივებს კომპანიაში ადაპტაციის პროცესს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობებს: ბაზისბანკში თანამშრომლების დაწინაურების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს.
შენი მოვალეობები ამ პოზიციაზე იქნება:
** კლიენტის შესახებ პირველადი ინფორმაციის შეგროვება და კლიენტის მოთხოვნების გამოვლენა;
** გაყიდვების წერტილების ვიზიტორების დახვედრა და გაცილება;
** კლიენტის გადამისამართება შესაბამისი ქვედანაყოფის თანამშრომელთან;
** კლიენტთა ინფორმაციული მომსახურება.
შენგან კი დაგვჭირდება:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
თუკი დაინტერესდი, დაგვიტოვე შენი CV ელფოსტაზე: hr@basisbank.ge, სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდება.
|
|
|
|