დასახელება:
მთავარი ექთანი
|
მომწოდებელი:
გერმანული ჰოსპიტალი
|
გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 27 დეკემბერი
|
მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი სს "გერმანული ჰოსპიტალი" - დაარსდა 2019 წელს. ჰოსპიტალი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური გერმანელი და ქართველი პროფესიონალი ექიმებით. ჰოსპიტალი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. კლინიკაში შესაძლებელია მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. სს "გერმანული ჰოსპიტალი" გამორჩეულია მყუდრო და კომფორტული გარემოთი.
ს.ს " გერმანული ჰოსპიტალი" - აცხადებს ვაკანსიას მთავარი ექთნის პოზიციაზე.
მის.: თბილისი, კოსმონავტების ქუჩა №45ა
სამუშაო გრაფიკი: 09:30-18:00
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კლინიკაში ექთნების ჯგუფის ყოველდღიური მართვა და საქმიანობის კოორდინაცია.
** ექთნების სამუშაო გრაფიკის შედგენა და პერსონალის განაწილება.
** ექთნების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და ტრენინგების ორგანიზება.
** სამედიცინო პროცედურების შესრულების ხარისხის კონტროლი და კლინიკის სტანდარტების დაცვა.
** პაციენტებთან და მათი ოჯახების წევრებთან ეფექტური კომუნიკაცია.
** სამედიცინო მასალებისა და მედიკამენტების მარაგის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მათი შეკვეთა.
** კლინიკის რეგულაციებისა და შიდა პროტოკოლების დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ექთნის უმაღლესი განათლება და სახელმწიფო სერტიფიკატი.
** მთავარი ექთნის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** ლიდერობის უნარი და ეფექტური კომუნიკაციის უნარები.
** თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებისა და მეთოდების ცოდნა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზაციული უნარები.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: hr@hgh.ge. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მთავარი ექთანი".
სს "გერმანული ჰოსპიტალი" გისურვებთ წარმატებას.
|
|
|
|