დასახელება:
ბელბოი
|
მომწოდებელი:
City Hotels
|
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 26 დეკემბერი
|
სასტუმროების ქსელი "City Hotels" თბილისში, რომელიც აერთიანებს პრემიუმ კლასის სასტუმროებს "City Avenue" და "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham"- აცხადებს ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე.
პირობები:
** გრაფიკი: 21:00-09:00
** სამუშაო ადგილი: თბილისი (სასტუმრო "City Avenue" - მის: აღმაშენებლის # 140 ბ) და სასტუმრო "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham"- მის: თამარ მეფის# 24)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა (რუსული სასურველია);
** სასურველია მსგავს ან ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** ენერგიულობა;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა.
მოვალეობები:
** სტუმრის დახვედრა და სასტუმრო ოთახამდე მიცილება;
** სტუმრის ბარგის ორგანიზებულად მიტანა/გამოტანა;
** მეგობრული და ეფექტური სერვისის შეთავაზება სტუმრებისთვის;
** ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
ჩვენ გთავაზობთ:
** კვებით უზრუნველყოფას;
** TBC ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.
"City hotels"-ის სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: https://www.cityhotels.ge
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@cityhotels.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|